ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 14 აგვისტო, 2015

 

დღეს, 13 აგვისტოს,  პეკინის პრესტიჟულ ეროვნული დიდი თეატრის  სცენაზე ანსამბლმა რუსთავმა ეროვნული სამუსიკო კულტურა კვლავ ღირსეულად წარმოადგინა. დამსწრე საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით უსმენდა ანსამბლს და გულწრფელი ოვაციებით აფასებდა ყოველ შესრულებას. პროგრამის ბოლოს მსმენელს სიურპრიზი ელოდა. შესრულდა პოპულარული ჩინური სიმღერები და ამ შესრულებას  საზოგადოება ფეხზე მდგარი თავადაც აჰყვა. ეს იყო ანსამბლ რუსთავის, ქართული ეროვნული კულტურის გამარჯვება. წარმატებული გასტროლი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შანხაის საკონცერტო დარბაზში დასრულდება და ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მომღერლები, მისი ხელმძღვანელის ბატონ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში დაბრუნდებიან.