ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 3 ივლისი, 2017

კრაკოვი, 2017 წლის 26 ივნისი

ძვირფასო ლემონისა და ანსამბლ „რუსთავის“ წევრებო,

დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი ერთობლივი ლამაზი წარმოდგენისთვის. თქვენ მართლაც მძიმე სამუშაო გასწიეთ, სრულყოფილად წარმოადგინეთ რა სიმღერების ახალი არანჟირებები ქ.ჟეშუვის აუდიტორიის წინაშე. თქვენი კონცერტით თქვენ აღტაცებაში მოიყვანეთ მთელი სტადიონი. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ერთობლივად, თქვენ იპოვნეთ ჩვენი პროექტის გასაღები, თქვენ მართლაც ჩაწვდით პროექტის არსს, რაც ნიშნავს კავშირს საზღვრებს, მანძილსა და კულტურულ წარმომავლობას მიღმა, რაც ასევე გულისხმობს განსხვავებას მუსიკაში – თქვენ დაამტკიცეთ, რომ მუსიკა მართლაც აკავშირებს ადამიანებს. ჩვენ, როგორც თქვენი ფანები, უფრო მეტს ვისურვებდით ამ არაჩვეულებრივი მუსიკისგან, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავხდებით თქვენი თანამშრომლობის გაგრძელების მომსწრენი და თქვენ ერთობლივად კიდევ ჩაწერთ დიდებულ სიმღერებს. ჩვენ მართლაც ვიმედოვნებთ, რომ კვლავ გვექნება ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობა და ერთობლივად კვლავაც შევქმნით არაჩვეულებრივ პროექტებს. თქვენს გარეშე ეს კონცერტი ვერ იქნებოდა ასეთი შესანიშნავი.

საუკეთესო სურვილებით, ტოპპროდაქშენის გუნდი

P. S.

ფოტოკოლაჟის სანახავად დააჭირეთ აქ:

http://rzeszow-news.pl/koncert-glowny-esk-magiczne-kolektywy-the-kooks-deser-zdjecia/