ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 22 ოქტომბერი, 2017

 

***

“დღევანდელი დღე საოცარი იყო. ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი კონცერტი შედგა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, რომელიც ძალიან ისტორიული და კულტურულად მნიშვნელოვანი ადგილია. ვუსმენდი ხალხს, თუ როგორ ლაპარაკობდნენ კონცერტზე მისი დასრულების შემდეგ. მათთვის ძალიან ემოციურია ამ სიმღერების მოსმენა. კომპოზიციები უნიკალურად იყო ერთმანეთთან შერწყმული. დიდი მადლობა ამ საღამოსთვის”.

მომღერალი ქეთი მელუა

 

***

„მრავალი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ ვიმყოფები აქ. მე ვმუშაობ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში და „რუსთავის“ მომღერალთა გუნდის შესრულებით სიმღერების მოსმენა ჩემს სამუშაო ადგილას… თითქოს მთელი ჩემი საკათედრო ტაძარი დალოცვილი და გაბრწყინებულია. თქვენ შეცვალეთ ეს შენობა. 18 წელია რაც აქ ვმუშაობ და ახლა იგი სრულიად სხვაგვარია. ანზორ ერქომაიშვილს შევხვდი 2000 წელს, როდესაც ვიკვლევდი საბჭოთა კავშირის წინარე პერიოდის გრამოფონის ჩანაწერებს… ეს იმხელა პატივია“.

უილ პრენტისი

აუდიო ჩანაწერების არქივის ხელმძღვანელი, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა

 

***

„წარმოდგენა „რუსთავის“ მომღერალთა გუნდის შესრულებით უაღრესად შთამბეჭდავი აღმოჩნდა – მათი ნამღერის საოცარი სილამაზის ძალამ, ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ძირითად დარბაზს სულ სხვაგვარი სიცოცხლის ელფერი შესძინა და უზარმაზარი ახალი აუდიტორია ქართული კულტურის საგანძურს აზიარა“.

ჯანეტ ზმროცზეკი,

ევროპული და ამერიკული საკოლექციო არქივების ხელმძღვანელი, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა

 

***

„ეს იყო საუცხოოდ ნატიფი მუსიკალური საღამო ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში სახელოვანი ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობით. მართლაც დიდებული ქართული ხმები!“.

სლოვაკეთის საელჩო გაერთიანებულ სამეფოში

 

***

„ფანტასტიური საღამო იყო. მე ქართული კულტურის დიდი მოყვარული გახლავართ – იგი ისეთი ღრმაა, ისეთი უსაზღვრო. ამ საღამოს ნაწილი ვარ და ეს დიდი პატივი და პრივილეგიაა ჩემთვის“.

დენის მურიუ

ლონდონის ქართული ღვინის კლუბის თანადამფუძნებელი

 

***

„მართლაც ვისიამოვნეთ განსაცვიფრებელი „რუსთავის“ მომღერალთა გუნდითა და ქართული მუსიკით ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში“.

თადეჟ რუპელი

სლოვენიის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში

 

***

„ხუთწუთიანი ფეხზე მდგარი ოვაციები ერგო ანსამბლ „რუსთავს“ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში“.

მაქს ფრასი

მკვლევარი/ანალიტიკოსი/საერთაშორისო განვითარების კონსულტანტი