ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 26 ივლისი, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

ანსამბლი „რუსთავი“ 50 წლისაა!

50 წელია ჩვენი კულტურის საგანძურის შემომკრები, ქართული გალობის, სიმღერისა და ცეკვის ამაღორძინებელი და განმავითარებელი ეს დასი მუხლჩაუხრელად, თავდადებით, დიდი სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება წინაპართა ნაანდერძევის დაცვას. შეიძლება ითქვას, იგი არის ერის ღირსების და მისი სულიერი სიდიადის წარმომჩენი, ქართული იდენტობის მუსიკალური სიმბოლო.

დღეს ამ ღირებულებებს გამორჩეულად ებრძვიან და ამდენად მათი მუშაკობაც გამორჩეულად დასაფასებელია. ვულოცავთ ანსამბლის ყველა წევრს, – ძველსა და ახალს; ვულოცავთ და ვლოცავთ „რუსთავის“ დამაარსებელს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის გვერდით მყოფ სხვა ადამიანებს; თქვენ დრო დაამარცხეთ, რადგან ჭეშმარიტ ხელოვნებას ემსახურებით.

ღმერთმა თვისი წყალობა არ მოგაკლოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!

 

სრულიად  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II