ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 3 აგვისტო, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

ვახტანგ ბერიძე

(1914-2000)

ხელოვნებათმცოდნე

 

ჩემო ძვირფასო ანზორ,

ჩვენთვის დიდი სიხარული იყო „რუსთავის“ დაჯილდოება. ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ „რუსთავს“ განსაკუთრებული, უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დღევანდელ ქართულ ხელოვნებასა და, საერთოდ, კულტურაში. მისი ღვაწლის ასეთი აღიარება დიდად საჭირო, აუცილებელი იყო. გულით გილოცავთ თქვენ, ამ დიდი საქმის მეთაურს, ჩვენი ეროვნული ხელოვნების შესანიშნავ მოღვაწეს, ვულოცავ „რუსთავის“ ყველა წევრს ჰამლეტ გონაშვილის მეთაურობით.

გთხოვთ, ყველას გადასცეთ ჩემგან სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობები და მრავალი ახალი სიხარულის სურვილი ყოველი მათგანისთვის.

მარად თქვენი ვახტანგ ბერიძე.

 

თბილისი. 12. 09. 1980 წ.