ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 30 აგვისტო, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

მერაბ ბერძენიშვილი

(1929-2016)

მოქანდაკე

 

არტემ ერქომაიშვილს ერთხელ უთქვამს: „თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, სიმღერა არ გამოვაო“. ბაბუას ეს ბრძნული სიტყვები იყო და არის ანზორ ერქომაიშვილის საქმიანობის დევიზი. მისი სიკეთე, ძლიერი სიყვარული გვერდით მდგომის მიმართ, მაღალი პროფესიონალიზმი და ღვთით მინიჭებული დანიშნულება დაეხმარა მას შეექმნა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „რუსთავი“, რომელიც დღეს 40 წლისაა. ანსამბლის წევრები ცნობილი შემსრულებლები არიან. მათი მიზანია, შეინარჩუნონ ქართული ტრადიციული სიმღერის ხიბლი, თვითმყოფადობა და სილამაზე, მოიძიონ, გააცოცხლონ და შეასრულონ მივიწყებული ხალხური ნიმუშები. ამის საუკეთესო მაგალითია სიმღერა „ჩაკრულო“, რომელშიც ძველი ტექსტი შეიცვალა სიმღერის არსთან უფრო მისადაგებული ახალი ტექსტით.

ანსამბლმა „რუსთავმა“ თავის თავზე აიღო გასული საუკუნის შეცდომების გასწორება.

ანსამბლის განუყოფელი ნაწილია ქორეოგრაფია. აქ მაყურებელს სთავაზობენ ქართულ ხალხურ საცეკვაო ილეთებს, დახვეწილსა და ამაღლებულს. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია ფრიდონ სულაბერიძე, რომლის ხელოვნებაც ხიბლავს და ანცვიფრებს მაყურებელს.

ანსამბლი „რუსთავი“ დიდად დაფასებულია საქართველოში. არც ერთი საერო თუ რელიგიური ღონისძიება არ ტარდება „რუსთავის“ მიერ შესრულებული „მრავალჟამიერისა“ და ცეცხლოვანი ქართული ცეკვების გარეშე. საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებული ანსამბლის თითოეული კონცერტი არის ქართული კულტურის ზეიმი, და ეს ყველაფერი უდიდესი ენერგიისა და შრომის შედეგია. ანსამბლის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული 1400 კონცერტიდან თითოეულს დიდი აღიარება ხვდა წილად.

გულითადად ვულოცავ „რუსთავს“ 40 წლის სახელოვან იუბილეს და ვუსურვებ კიდევ მეტ გამარჯვებას.

 

თბილისი. 2008 წ.