ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 12 სექტემბერი, 2019

 

არ გამოტოვოთ!..

ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოვიდა უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

 

* * *

ოთარ იოსელიანი

კინორეჟისორი

 

თუ რამე მქონია ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენა, ეს იყო ანსამბლ „რუსთავთან“ ჩემი გაცნობა. ანსამბლი „რუსთავი“ ჩემთვის არის მონუმენტი ქართული კულტურისა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენს კულტურაში; და თუ გადავრჩებით, იმით, რომ შევინარჩუნებთ იმას, რაც დანერგა „რუსთავმა“. გარდა ამისა, მათ მიერ მომავალი თაობის აღზრდა არის უმნიშვნელოვანესი საქველმოქმედო მოღვაწეობა და ყველაზე მეტად დამეტყო მე. ჩემმა ნაცნობობამ „რუსთავთან“, რომელიც 1969 წელს დაიწყო იმდენი სიხარული და ბედნიერება მომანიჭა, რომ ეს გადავდე ჩემს ფრანგ მეგობრებს და ყველა იყო ყოველთვის აღტაცებული მათი დახვეწილი ოსტატობით.

 

პარიზი. 2008 წ.