გაზ. “ბერგიშე მორგენპოსტ”, 18.06.2010

რადეფორმვალდი.

ზიგფრიდ ჰედდერი

 

ქართულმა ანსამბლმა “რუსთავმა” აღაფრთოვანა პუბლიკა ბიურგერჰაუზში გამოსვლით. გასაოცარი სიმსუბუქით მოძრაობდნენ მოცეკვავეები სცენაზე.

“ფეიერვერკი დაინთო ხუთშაბათ საღამოს ბიურგერჰაუზის დარბაზში. ანსამბლი ისეთ ტემპერამენტს აფრქვევდა, რომ განცვიფრებულ მაყურებელს აღფრთოვანებისგან სუნთქვა ეკვროდა. ანსამბლი “რუსთავი” – ეს არის იმ აღმატებულის განცდა, რისი შესაძლებლობაც რადეფორმვალდელებს უკვე მრავალჯერ ჰქონდათ. მიუხედავად გასული ათეული წლების მანძილზე ჩვენთან მრავალგზის გამოსვლისა, ანსამბლს ოდნავადაც არ დაუკარგავს მიმზიდველობის ძალა, დიდი დარბაზი ამჯერადაც გადაჭედილი იყო.

“ჩაკრულომ”, ქართული სასიმღერო ხელოვნების შედევრმა, მოგვხიბლა თავისი რთული მრავალხმიანობით. ცეკვა “შეჯიბრი” – ცეკვის ხელოვნების უმაღლესი დონის ელემენტებით აბსოლუტური კულმინაცია იყო.

პუბლიკა სრულიად აღფრთოვანებული დარჩა.

“რუსთავის” კონცერტი ნამდვილი მოვლენა იყო.