ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 21 აგვისტო, 2014

 

ჩემო ძვირფასო მეგობრებო,

ძვირფასო ბ-ნო იამაშირო სოჯი და გუნდი „იამაშირო”- ს წევრებო,

ჩვენთვის, ანსამბლ “რუსთავი”-სთვის ეს დღე ბედნიერი დღეა, რადგან ჩვენ 30-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს.

დაუვიწყარია თქვენთან გატარებული დღეები, როგორც იაპონიაში, ასევე საქართველოში. ჩვენმა მეგობრობამ იაპონია-საქართველოს კულტურულ ურთიერთობაში უდიდესი როლი შეასრულა. ჩვენ კვლავაც სულმოუთქმელად ველით თქვენთან შეხვედრას. ვიმედოვნებ, რომ ეს მალე იქნება. გულწრფელად გვიყვარხართ და ვფიქრობთ, რომ ჩვენ დიდხანს ვითანამშრომლებთ, ჩვენი მეგობრობა კი საუკუნეებს გაჰყვება.

ბ-ნო იამაშირო გისურვებთ მრავალ წარმატებას, პირადად თქვენ და უნიჭიერეს გუნდს.

მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები და მილოცვა.

გული მწყდება, რომ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ვესწრები თქვენს დღესასწაულს, მაგრამ სულით და გულით თქვენთან ვარ.

პატივისცემით,

ანსამბლ “რუსთავის” სახელით, ანზორ ერქომაიშვილი.

საქართველო, თბილისი

21 აგვისტო, 2014 წ.