გაზ. “ლეიდშ დაგბლადი”, 14-06-2010

ლეიდენი. “საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა სააკაშვილი-რულოვსმა ამ უქმეებზე გახსნა პირველი ფესტივალი იბერია. შაბათ საღამოს მან წარმოსთქვა შესავალი სიტყვა დარბაზში შეკრებილი პუბლიკის წინაშე, რომელიც ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ “რუსთავის” გამოსვლის მოლოდინში იყო.

“… დარბაზი აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს მოცეკვავეებს მთელი მათი ელვისებური გამოსვლის მანძილზე. მიზეზი გასაგები არის: ანსამბლი ფენომენალურად ცეკვავს. ოთხ მუსიკოსს, რომლებიც დოლებსა და აკორდეონებზე უკრავენ, შეუძლიათ გაუჩერებელი ტაშის იმედი ჰქონდეთ, ისევე, როგორც მომღერლებს, რომლებიც ასრულებენ მრავალხმიან ქართულ სიმღერებს აკომპანემენტის გარეშე.

კონცერტის შემდეგ თეატრში შედგა საზეიმო მიღება. ასე დასრულდა ფესტივალის პირველი დღე.”