26 ოქტომბერს “რუსთავი” პირველად გაემგზავრა ჩინეთში.

მიმდინარე წელს შანხაიში ჩატარდა ექსპო-2010, სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 180-მა ქვეყანამ.

საქართველოს პავილიონი ევროპის ქვეყნების პავილიონების რიგში მდებარეობს. იგი შესანიშნავადაა გაფორმებული. არაჩვეულებრივადაა წარმოდგენილი საქართველოს ლანდშაფტი. ერთ მხარეს უზარმაზარ ფოტოებზე გერგეთი და მყინვარწვერია აღბეჭდილი. მერე გუდაური, შავიზღვისპირეთი, სვანეთი, მთათუშეთი, ვიდეოეკრანზე ჩანს ძველი კულტურის ძეგლები, ტაძრები, ფრესკები, ძველი თბილისის უბნები და სხვა. წარმოდგენილია ქართული ღვინო და სხვა სასმელები.

საქართველოს დღე 28 ოქტომბერს დაინიშნა.

ამ ღონისძიებაზე საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის მეთაურობით. ამ დღეს დაგეგმილი იყო აგრეთვე კულტურული პროგრამაც, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა “რუსთავმა”.

10 საათზე საქართველოს დღე ნიკა გილაურმა გახსნა. დარბაზი სავსე იყო ჟურნალისტებით და ოფიციალური პირებით. ჩვენ ნახევარსაათიანი კონცერტი გავმართეთ.