05 ოქტომბერი, 2017

 

ანსამბლ “რუსთავის” წარმატებამ გაერთიანებულ სამეფოში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აღნიშნულმა ფაქტმა ადგილობრივ პრესაშიც ჰპოვა გამოხმაურება.

რობერტ ედგარის მიხედვით

წყარო:http://georgiatoday.ge/news/7775/Polyphony-%26-Georgian-Audio-Archives-Presented-in-the-British-Library?919

წინამდებარე სტატიის დიდი მოცულობის გამო, გადავწყვიტეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი ადგილების თარგმანი განგვეთავსებინა საიტზე – ანსამბლ “რუსთავის” ადმინისტრაცია.

თუკი ოდესმე ჩატარებულა ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, აღნიშნული საღამო უთუოდ შეიძლება მივაკუთვნოთ მას: ეს იყო საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი თანამშრომლობა გაერთიანებულ სამეფოში ერთობლივად ბრიტანეთის ბიბლიოთეკასთან, ინფორმაციის ყველაზე მდიდარ საცავთან ქვეყანაში. სწორედ მან გახსნა ბრიტანეთის ბიბლიოთეკის „ხმის სეზონის“ ციკლი, რომელიც დაეთმო ქართულ კულტურაზე, მუსიკოლოგიაზე, რეგიონში აუდიო მუსიკალური ჩანაწერების ისტორიაზე საუბრებს და დაგვირგვინდა ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტით.

ამას მოყვა ბაია ჟუჟუნაძის პრეზენტაცია ფონდი „ქართული გალობის“ მუშაობასთან დაკავშირებით, მათ მიერ ქართული მუსიკის, ცეკვისა და ზოგადად კულტურის მზარდი მხარდაჭერის მიმართულებით; ქართულ-ბრიტანული საზოგადოების ყოფილი თავმჯდომარის, ჯეისონ ოსბორნის საუბარი, რომელმაც მიმოიხილა ქართული პოლიფონიური სიმღერა; პროფ. ანზორ ერქომაიშვილმა (ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი) შეავსო პრენტისის მონათხრობი ფონოჩანაწერებთან დაკავშირებით და ისაუბრა ქართული პოლიფონიის გავლენის მნიშვნელობაზე ისეთ ცნობილ კომპოზიტორებზე, როგორიც იყო სტრავინსკი; პროფ. რევაზ კიკნაძემ ისაუბრა ქართული მუსიკის ისტორიაზე.

შეუძლებელია დაგისახელოთ უკეთესი მიზეზი იმისა თუ რატომ შეიტანა იუნესკომ ქართული მუსიკა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ვიდრე კონცერტი, რომელიც გაიმართა ლექციის შემდეგ: ბრიტანელი-ქართველი მომღერლის მოკლე შესავალი სიტყვის შემდეგ, ჩვენ  მოგვეცა შესაძლებლობა მოგვესმინა ბრწყინვალე მუსიკისათვის ანსამბლ „რუსთავის“ ცოცხალი შესრულებით, რომელიც შემდგომ მთელი დღის სასაუბრო თემად იქცა.

მათი აუთენტური მუსიკა თავის თავში აერთიანებდა საქართველოს ყველა კუთხესა და ტრადიციებს. კულტურათა ურთიერთგაცვლისა და გაზიარების ადგილი შესანიშნავად იქნა შერჩეული. ლონდონში ბრიტანეთის ბიბლიოთეკის სადარბაზო შესასვლელი კოშკის წინ, რომელიც მეფე ჯორჯ III-ის პერსონალური ბიბლიოთეკის საცავს წარმოადგენს, უთუოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა.

ღონისძიების პარტნიორები და სპონსორები იყვნენ: ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ფონდი „ქართული გალობა“, ანსამბლი „რუსთავი“, მეღვინეობა „შილდა“, ლონდონის ქართული ღვინის კლუბი და ბრიტანულ-ქართული საზოგადოება.