რესა
ანზორ ერქომაიშვილმა უნიკალური წიგნი და ჩანაწერები გამოსცა
, 16 თებერვალი 2009
ქართული ფოლკლორის საუკუნოვანი ნიმუშები ერთ წიგნად შეიკრიბა. 100 წლის წინ ჩაწერილი სიმღერები ცნობილმა ქართველმა ფოლკლორისტმა და ლოტბარმა ანზორ ერქომაიშვილმა შეკრიბა და წიგნად გამოსცა.

"ქართული ხალხური სიმღერა, პირველი ფონოჩანაწერები 1901-1914" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. კრებულში ანზორ ერქომაიშვილმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არქივებში ქართული სამუსიკო ფოლკლორის უნიკალური ნიმუშების ძიების 40-წლიანი პროცესი აღწერა. გამოცემას თან ერთვის 1901-1914 წლებში ჩაწერილი 100 უნიკალური აუდიოჩანაწერი. მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშები პრეზენტაციაზე საპატრიარქოს ფოლკლორულმა ანსამბლმა "ბასიანმა" შეასრულა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი და პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ.