ნსამბლი
ანზორ ერქომაიშვილი

ანზორ ერქომაიშვილი – ანსამბლ “რუსთავის” დამარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ბერძენიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; ალბერტ შვარცერის პრემიის ლაურეატი (ანსამბლ რუსთავთან ერთად), ასევე სტუდენტთა და ახალგაზრდობის მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1968 წელს). ბატონი ერქომაიშვილი გახლავთ თბილისის სახელმწიფო კულტურის ინსტიტუტის კათედრის გამგე – პროფესორი, ასევე ქართული ხალხური სიმღერის საერაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.
ანზორ ერქომაიშვილი დაიბადა 1940 წელს ქალაქ ბათუმში. იგი 300 წლიანი მუსიკალური დინასტიის მეშვიდე თაობის წარმომადგენელია. მისი ბაბუა, არტემ ერქომაიშვილი მთელ საქართველოში განთქმუილ ლოტბარი და მომღერალი იყო. Mან გენეტიკურად მიიღო ხალხური მუსიკალური კულტურის, მისი საშემსრულებლო ტრადიციების ღრმა ცოდნა.
ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1961 წელს სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა ანსამბლი “გორდელა”, რომელიც 1968 წელს სოფიაში მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა.
1968 წელს მან ჩამოაყალიბა მსოფლიოში აწ უკვე მსოფლიოში სახელგანთქმული ანსამბლი “რუსთავი”, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.
1976 წელს, ანზორ ერქომაიშვილმა ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა ბიჭუნათა ანსამბლ “მართვეს”. “მართვეში” აღზრდილი თაობები დღეს უკვე ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ანსამბლებს.
ბატონი ერქომაიშვილი 40 წელია მუშაობს გრამოფონის ფირფიტების მოძიებასა და აღდგენაზე, მან მსოფლიოს სხვადასხვა არქივებში მოიძია და მიაკვლია 500-ზე მეტ ქართული ხალხური სიმღერის ფონო ჩანაწერს 1901-30 წლების ჩათვლით, რომლებიც გამოსცა ფირფიტების და კომპაქტ დისკების სახით.
ანზორ ერქომაიშვილმა ათეული წლების განმავლობაში მოიარა საქართველოს ყველა რაიონი, ძველი მომღერლებისაგან ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა ქართული პოლიფონიური სიმღერების იშვიათი ნიმუშები, რომლებიც გამოსცა სანოტო კრებულების სახით. მათ შორის აღსანიშნავია: “სანოტო კრებული არტემ ერქომაიშვილის რეპერტუარიდან”. ასევე 2006 წელს ანზორ ერქომაიშვილმა გამოსცა 1901-50-იან წლებში ჩაწერილი ქართული სიმღერების კატალოგი. იმავე წელს გამოვიდა მისი ნაშრომი: “ქართული ხალხური სიმღერების უნიკალური ფონოჩანაჭერები 1901-1914 წლები”.
ბატონ ანზორს გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი: “ბაბუა”, “შავი შაშვი ჩიოდა”, “ხმა უცნაური”, “მივალ გურიაში მარა” და სხვა. იგი ბევრი საინტერესო ნაშრომისა და გამოკვლევის ავტორია.
20 წელზე მეტი მიჰყავდა საქართველოში პოპულარული ტელეგადაცემების ციკლი – “მრავალჟამიერი”, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერების დაცვასა და მოვლა-პატრონობას ემსახურებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ანზორ ერქომაიშვილმა ქართული სიმღერები შეასწავლა ბევრ უცხოელს და დღეს ქართული ხალხურ სიმღერებს მღერიან აშშ-ში, საფრანგეთში, შვედეთში, იაპონიაში, ისრაელში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში და სხვა მრავალ ქვეყანაში.
2001-06 წლების ჩათვლით ანზორ ერქომაიშვილი გახლდათ იუნესკოს ფოლკლორის კომისიის წევრი. 2001 წლის 18 მაისს ქართული ხალხური სიმღერა იუნესკომ აღიარა “კაცობრიობის ზეპირი სიტყვიერებისა და ხელთუქმნელი საგანძურის შედევრად”. ეს პროექტი სახელწოდებით “ჩაკრულო” მოამზადა და უინესკოში წარადგინა თავად ბატონმა ერქომაიშვილმა.
ანზორ ერქომაიშვილმა მთელი თავისი შემოქმედება ქართული ხალხური სიმღერების მოკვლევა-აღორძინებისა და პოპულარიზაციის საქმეს მოახმარა.