24 ოქტომბერი, 2021 წ.

ჩვენი ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე 80 წლისაა!

ანსამბლის სახელით ჯანმრთელობა, მხნეობა, წარმატება და ბედნიერება გვისურვებია!

როგორც ბატონი ფრიდონი აღნიშნავს, ანსამბლი “რუსთავი” მისი ცხოვრება და მეორე ოჯახია. ჰოდა, გაუმარჯოს ფრიდონ სულაბერიძეს “რუსთავის” დიდ ოჯახთან ერთად, სადაც არაერთი ღირსეული ქორეოგრაფი აღზარდა და ანსამბლთან ერთად ცეკვით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.

ფრიდონ სულაბერიძე თბილისში 1941 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა. 1971 წელს მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

1959 წელს დაამთავრა თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელი.

1960 წლიდან იყო ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი; 1975 წლიდან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” მთავარი ქორეოგრაფი.

მაღალი ოსტატობით ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში: “ქართული”, “აჭარული”, “მოხევური”, “ძველი თბილისის სურათები”, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების ოპერაში “ბარბალე”.

გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა.

2011 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება;

2001 წელს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია;

1957 წელს ვარნის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება და სხვა…

* * *

ჩვენს ლეგენდარულ მოცეკვავესა და ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს 80 წელი შეუსრულდა.

ბატონმა ფრიდონმა მთელი ცხოვრება ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას, ჩვენი კულტურული ტრადიციების აღორძინებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა. მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით მან ყველაზე დიდი ჯილდო – ხალხის სიყვარული მოიპოვა.

გულითადად ვულოცავ იუბილეს ბატონ ფრიდონს და კვლავაც დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

* * *

დღეს ცნობილი მოცეკვავის, ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფისა და საქართველოს სახალხო არტისტის, ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილეა.

ფრიდონ სულაბერიძემ თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1960 წლიდან ქორეოგრაფიული მოღვაწეობა დაიწყო და ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “სუხიშვილების” წამყვანი სოლისტი გახდა, ხოლო 1975 წლიდან დღემდე იგი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” მთავარი ქორეოგრაფია. ფრიდონ სულაბერიძის ქორეოგრაფიული რეპერტუარიდან აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში: “ქართული” (რომლის მაღალპროფესიულად შესრულების გამოც მას ქართული ცეკვის რაინდს და ქართული ცეკვის მოცარტსაც კი უწოდებენ), “აჭარული”, “მოხევური”, “ძველი თბილისის სურათები”, ჯ. და ვ. კახიძეების ოპერა “ბარბალე” (1986 წელი). 1957 წელს გახდა ვარნის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი ბულგარეთში. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე, ფრიდონ სულაბერიძე საკონცერტო გასტროლებით 60-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და ქართულ კულტურულ სიმდიდრეს, ქართულ ნაციონალურ ცეკვებს უცხოელ მაყურებელს აცნობდა. მისი ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან 2011 წელს გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო საღამო გაიმართება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს იუბილეს ბატონ ფრიდონს, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!

https://www.imedi.ge/ge/video/82914/rustavi-ukrainis-sagastrolo-turnedan-dabrunda?fbclid=IwAR0LNK5_VAPMVoYWRDvMXJCT4VPDCs2mDbUBZXGiC6eVVrFzChyL3Itz404

https://www.facebook.com/shuadge.rustavi2/videos/575705193853901/

https://www.facebook.com/shuadge.rustavi2/videos/352523059952774/

https://www.facebook.com/shuadge.rustavi2/videos/979895886202381/

https://1tv.ge/news/irakli-gharibashvili-gulitadad-vulocav-iubiles-fridon-sulaberidzes-dghegrdzelobasa-da-mkhneobas-vusurveb/?fbclid=IwAR2HL05azBUEZ-Vweeg0_6zXaqhxkR6GAzuww9U6dW6jMUpd8kzPLjCuNGU

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/2122088941262332

https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/244521931058745

https://www.facebook.com/kvartalconcert/posts/1659119287612467

https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge/videos/413500313770262/

https://www.facebook.com/ertsulovnebatv/videos/463500798420455/

https://patriarchate.ge/news/2856?fbclid=IwAR0qRNMK0CFUv4_s99pnI7QvkNYfs05i3xcGl5RcS0W9KIhae9busg1PqW4