„რუსთავი“ უკრაინაში

2 31 ოქტომბერი, 2021

არ გამოტოვოთ!!! ანსამბლ რუსთავი უპრეცედენტო გასტროლი მეგობარ უკრაინაში განახლებულ პროგრამით

“რუსთავის” მოცეკვავეები უკრაინის ყველა დიდ ქალაქში ანსამბლ “ვირსკისთან” ერთად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ოქტომბრის ბოლოს მოცეკვავეებს მომღერლებიც შეუერთდებიან და უკვე ახალი პროექტით “ბალადა სიყვარულზე” და სოლო პროგრამით გამართავენ კონცერტებს.

ანსამბლის გულშემატკივარმა კომპანია “რედ ბულის” წარმომადგენლებმა მოცეკვავეები თბილისიდან გააცილეს და წარმატებები უსურვეს…

„რუსთავს“ მოუთმენლად ელიან მეგობარ უკრაინაში.  

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” მორიგ საპასუხისმგებლო გასტროლს ჩვეული სიხარულით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ხვდება. ამჯერად ფორმატი განსხვავებულია. ანსამბლ „რუსთავს“ უკრაინის ყველაზე სახელოვან ანსამბლთან ერთად მოუწევს გამოსვლა. დარწმუნებული ვართ უკრაინელი ქორეოგრაფის, პაველ ვირსკის სახელობის ანსამბლი თავს არ დაზოგავს.

ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეები უკრაინის დიდ საკონცერტო ტურნეს ქალაქ ხარკოვიდან იწყებენ!

მსოფლიოში სახელგანთქმული ორი ნაციონალური ცეკვის კოლექტივი ერთმანეთს შეერკინება მთავარი პრიზის – მაყურებლის გულის მოსაგებად!

ორმა უბრწყინვალესმა ეროვნულმა კოლორიტმა, თავიანთი ულევი ენერგიითა და არტისტიზმით, უბადლო ოსტატობითა და ხალხური სტილების ორიგინალური ინტერპრეტაციით განაცვიფრა მსოფლიო!

საქართველოსა და უკრაინის საკონცერტო ცხოვრებაში ეს უნიკალური მოვლენა უცილობლად შევა ჩვენი ქვეყნების კულტურის თანამედროვე ისტორიაში!

ყოველ ჯერზე გეჩვენებათ, რომ ვირტუოზულობის მწვერვალი უკვე დაპყრობილია… თუმცა ყოველი გამოსვლით, ყოველი ნომრით, შეუდარებელ არტისტებს ესტეთიური ტკბობის ახალ-ახალ თავბრუდამხვევ მწვერვალებზე აჰყავხართ!

ასეთი მასშტაბის საცეკვაო მოვლენის ხილვის, ორი დიდებული ქვეყნის ეროვნული სულის კოლოსალური ენერგიით დამუხტვის, ორ დიად კულტურასთან ზიარების შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ გეძლევათ.                                          

უკრაინის სიამაყე – პაველ ვირსკის სახელობის უკრაინის ნაციონალური ცეკვის დამსახურებული აკადემიური ანსამბლი. ვირსკის სახელობის ანსამბლი – ეს არის 100 უძლიერესი არტისტი, მგზნებარე, სიცოცხლით სავსე, მხიარული და პროფესიონალი წარმოუდგენლად მგზნებარე უკრაინული ენერგეტიკით. ვირსკის სახელობის ანსამბლის თითოეული გამოსვლა – ეს არის ფერთა, ენერგიისა და არტისტიზმის უნიკალური ნაზავი. ნათელი და გამომსახველობითი მოძრაობები, წარმოუდგენელი ნახტომები, ელვისებური ბრუნვები და ცეკვების ცვალებადი დინამიკა, ვირტუოზულობა, ოსტატობა და ხალხური სტილების ორიგინალური ინტერპრეტაცია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად აქცევს მას!

საქართველოს სიამაყე – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“. ანსამბლმა „რუსთავმა“, რომლის ისტორია ჯერ კიდევ 1968 წელს დაიწყო, ფენომენალურ ოსტატობას მიაღწია. ანსამბლი 50-მდე მოცეკვავისგან, 12 მომღერლისგან და საკუთარი ორკესტრისგან შედგება, რომელიც მხოლოდ ნაციონალურ ხალხურ მუსიკალურ საკრავებს იყენებს. მოცეკვავეები წარმოაჩენენ ხალხური ცეკვების გამაოგნებელ, სრულყოფილების მწვერვალებამდე აყვანილ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, ანსამბლ „რუსთავს“ გამართული აქვს 8000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. „რუსთავმა“ მოხიბლა მაყურებელი და დაიმსახურა წარმოუდგენელი ოვაციები ევროპისა თუ აზიის ყველა ქვეყანაში. ნათელი კოსტიუმები, ბრწყინვალე შესრულება, შეუდარებელი ქორეოგრაფია ყველაზე კრიტიკული მაყურებლის მოწონებას იმსახურებს! „რუსთავის“ ცეკვის სტილი ხაზს უსვამს ქართული სულის თვითმყოფადობას და მის ჭეშმარიტად განუმეორებელ ბუნებას (შეფასებები მსოფლიო პრესიდან არის აღებული „რუსთავის“ შესახებ) .    

ამ უპრეცედენტო გასტროლის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალის, მსოფლიო რეცენზიებისა და საინტერესო შეფასებების, სიახლეების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს.

მოგახსენებთ, რომ ვინაიდან გასტროლი საკმაოდ ხანგრძლივია, გვერდის განახლება მიმდინარეობს ეტაპობრივად. გთხოვთ ხშირად გადაამოწმოთ ეს გვერდი.   

https://www.facebook.com/virskyofficial/videos/143913461280272/

https://www.interpressnews.ge/ka/article/676263-ansambli-rustavi-ukrainashi-sagastrolod-miemgzavreba

https://www.imedi.ge/ge/video/81885/ansambli-rustavi-ukrainashi-miemgzavreba?fbclid=IwAR3CJkzFt04HgSA1YCCjuHGnQeBtIY_WuY5QWKSYMViIv4H80kv3wmeQNSc

https://www.facebook.com/MaestroTVOfficial/videos/1328596030888499/

https://1tv.ge/news/ansambli-rustavi-ukrainashi-sagastrolod-miemgzavreba/?fbclid=IwAR1z0Do6R2dB7Fk7_LFXDYhN81VTFkh23fRFjOnaxjyN8KVkxMAPM15Aopo

https://www.facebook.com/DilaFormulaze/videos/595986748422851/

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/405150851004571

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/252036360168461

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/1210796722736009

https://www.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/136378-ansambl-rusthavis-mocekvaveebi-ukrainashi-did-sagastrolo-turneshi-gaemgzavrnen.html?fbclid=IwAR28UtiPsPtF9ZG3Z0RSzG5Wl03xTHkC4BpJLghb-G9gw1UTBAq9uMHygxk

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/592945528639022

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/634080047944903

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/3055138401419181

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/1467479773609821

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/573545137094419

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/231738525676290

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/931556601103450

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/570614334155005

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/pcb.10158074344967085/4585610218169535

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/pcb.10158074344967085/1041498746611634

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/912305806309121

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/2921610848099242

https://www.facebook.com/watch/?v=836024490416763

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/2921610848099242

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/584999802695515

https://1tv.ge/video/ansambl-rustavis-gastrolebi-ukrainashi/?fbclid=IwAR0LNK5_VAPMVoYWRDvMXJCT4VPDCs2mDbUBZXGiC6eVVrFzChyL3Itz404

https://www.facebook.com/tvimedi/videos/240082501495880/

https://palitranews.ge/video/ansambli-rustavi-ukrainis-sagastrolo-turnedan-dabrunda?fbclid=IwAR1MeH-dWoH-VeETZJ_tOwVIrYgACGxfcnHB1xulur5LarcWo1kRzgLfOo4

https://1tv.ge/video/ansambl-rustavis-sagastrolo-turne-ukrainashi/?fbclid=IwAR1aInszSScMYcxhA1yinc1r368DE8omA-Qr3URV1xQ5GpPOPn7evvvlsGU

https://postv.media/news/9250/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%92%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90?fbclid=IwAR3jRowN6cRBFXwN0xI9qZGzY_U7fhRX1wkw_iTh7bmw5e_BFDvqk_GUGO8

https://rustavi2.ge/ka/news/212380?fbclid=IwAR3kcQUG0ihGRLV_ljLjVIklPGoXUvVstpTP02_bjrwbmdfuKTRytqiD_fY

https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/271474911525913

https://www.imedi.ge/ge/video/82914/rustavi-ukrainis-sagastrolo-turnedan-dabrunda?fbclid=IwAR0LNK5_VAPMVoYWRDvMXJCT4VPDCs2mDbUBZXGiC6eVVrFzChyL3Itz404

https://www.facebook.com/tvpalitranews/videos/307336217476188/

https://www.facebook.com/shuadge.rustavi2/videos/352523059952774/