ანსამბლ “რუსთავის” ადმინისტრაციის პრესრელიზი, 23 აგვისტო, 2021

ანსამბლმარუსთავმაკონცერტი შვეიცარიის ალპებში მდებარე ქალაქ სიონის მთავარ საკათედრო ტაძარში გამართა

შვეიცარიის ალპებში მდებარე ქალაქ სიონის მთავარ საკათედრო ტაძარში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მომღერლებმა კონცერტი გამართეს.

კოვიდპანდემიის მიუხედავად, ქართული პოლიფონიის მოსასმენად უამრავმა მსმენელმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ შვეიცარიაში მცხოვრები ემიგრანტებიც.
მსმენელის წინაშე მომღერლებმა ტრადიციული პროგრამის გარდა, კომპოზიტორ გია ყანჩელის ნაწარმოები “წუთისოფელი” მსოფლიოში ცნობილ მევიოლინეებთან, პაველ ვერნიკოვთან და სვეტლანა მაკაროვასთან ერთად შეასრულეს.

https://fb.watch/7zAYBe-Dd9/

https://web1.rustavi2.ge/ka/news/207590?fbclid=IwAR2-kmaA7NR8mcpnqMrZvw7zoV4k93vcrUpJMPcItIc7Jr77usD1iy0yq70

https://www.facebook.com/tvimedi/posts/4461244030634147