Upcoming Concerts

20 Apr 2024

24 – 28 აგვისტო, 2022 „რუსთავი“ ბელგიაში 24 – 28 აგვისტო, 2022 მალე ანსამბლი „რუსთავი“ საგასტროლოდ ბელგიის დედაქალაქს, ბრიუსელს ეწვევა. 26 და 27 აგვისტოს ანსამბლი „რუსთავი“ ბრიუსელში ნაციონალური მნიშვნელობის კონცერტებში მიიღებს მონაწილეობას. „Nuit des Choeurs“ („სამგალობლო გუნდთა საღამო“) ეს არის კონცეფცია, რომელიც 2000 წლიდან „სპექტაკლ-სანახაობის“ ფორმით იდგმება სცენაზე ნახევრად დანგრეული სააბატოს შუაგულში კეთილხმოვანებისა და განათების ფონზე. წარმოდგენის გამართვის ადგილი: Villers-la-Ville-ის სააბატო. ლოკაციის ტიპი: ღია ცის ქვეშ / დახურული სცენა. წარმოდგენის ტიპი: სიმღერა (ა-კაპელა). დასაწყისი: ადგილობრივი დროით საღამოს 6 სთ. „რუსთავი“ ასევე მიწვეულია მთავარ სცენაზე აპოთეოზში/დასკვნით კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გვიან ღამე (დაახ. 00:00სთ.-ზე) გაიმართება. მაყურებელს წინ განსაკუთრებული სიურპრიზი ელის!

One ticket

20 Apr 2024

18 – 21 აგვისტო, 2022 „რუსთავი“ შვეიცარიაში 18 – 21 აგვისტო, 2022 19 აგვისტოს, ადგილობრივი დროით საღამოს 8 სთ.-ზე, სიონის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გაიმართება ფესტივალის გამხსნელი კონცერტი. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” მორიგ საპასუხისმგებლო გასტროლს ჩვეული სიხარულით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ხვდება. ამჯერად ფორმატი განსხვავებულია. ანსამბლი „რუსთავი“ ფინალში სიურპრიზის სახით უკრაინის კამერულ ორკესტრთან „კიევის ვირტუოზი“ ერთად შეასრულებს უკრაინულ სიმღერას. ანსამბლ „რუსთავს“ მოუთმენლად ელიან მეგობარ შვეიცარიაში.

One ticket

20 Apr 2024

შვეიცარია, სიონი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2021 წლის 21 აგვისტოდან 23 აგვისტომდე, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ მიემგზავრება შვეიცარიაში. ანსამბლ „რუსთავს“ სიონში, ვალეს მუსიკალური და ისტორიული კანტონის შუაგულში, სიონის რიგით 56-ე ფესტივალზე უმასპინძლებენ. ფესტივალის ფარგლებში „რუსთავის“ მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი 22 აგვისტოს სიონის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. „რუსთავს“ მოუთმენლად ელიან შვეიცარიაში.

One ticket

27 Jan 2020

27-29 იანვარი, 2020 საფრანგეთი, სტრასბურგი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ევროპის საბჭოში.

sunday

One ticket

26 Jan 2020

26 იანვარი, 2020 საქართველო, თბილისი ეროსი მანჯგალაძის 95 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება.

sunday

One ticket

14 Jan 2020

14 იანვარი, 2020 საქართველო, თბილისი I არხი, საახალწლო გადაცემა, პირდაპირი ეთერი.

sunday

One ticket

12 Jan 2020

12 იანვარი, 2020 საქართველო, თბილისი I რესპუბლიკის მოედანი, საახალწლო ღონისძიება.

sunday

One ticket

31 Dec 2019

31 დეკემბერი – 1 იანვარი, 2020 საქართველო, თბილისი საახალწლო ღონისძიება.

sunday

One ticket

27 Dec 2019

27 დეკემბერი, 2019 საქართველო, თბილისი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ბ-ნი უეჰარა ტადაჰარუს სტუმრობა.

sunday

One ticket

27 Dec 2019

27 დეკემბერი, 2019 საქართველო, თბილისი ქართულ-ამერიკული პროექტის „საქართველო – ისტორია, კულტურა და ეთნოგრაფია“ პრეზენტაცია.

sunday

One ticket

26 Dec 2019

26 დეკემბერი, 2019 საქართველო, თბილისი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ო. თაქთაქიშვილის საიუბილეო საღამო.

sunday

One ticket

17 Dec 2019

17 დეკემბერი, 2019 საქართველო, თბილისი თბილისის საკონცერტო დარბაზი, რამინ და მაია მიქაბერიძეების ვარსკვლავის გახსნა; ანსამბლები “რუსთავი” და “მართვე”.

sunday

One ticket

1 Dec 2019

1 დეკემბერი, 2019 საქართველო, თბილისი არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვება სამეფო უბნის თეატრში. ღონისძიების ორგანიზატორი, – ფონდი „ქართული გალობა“. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხ. ბმული: https://www.facebook.com/EnsembleRustavi/posts/10156463120067085

sunday

One ticket

30 Nov 2019

30 ნოემბერი, 2019 საქართველო, თბილისი მაცაცო სებისკვერაძის საიუბილეო საღამო.

sunday

One ticket

27 Nov 2019

27 ნოემბერი, 2019 საქართველო, თბილისი I არხი, გადაცემა “აკუსტიკა”.

sunday

One ticket

24 Nov 2019

24 ნოემბერი, 2019 საქართველო, თბილისი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ელდარ გეწაძის ვარსკვლავის გახსნა.

sunday

One ticket

15 Nov 2019

15 ნოემბერი, 2019 საქართველო, თბილისი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, იაპონური წიგნის პრეზენტაცია. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხ. ბმული: https://ensemblerustavi.com/ge/4563/

sunday

One ticket

12 Nov 2019

12 ნოემბერი, 2019 საქართველო, თბილისი თბილისის კონსერვატორია, თბილისის კონცერტინო, ოთარ თაქთაქიშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი.

sunday

One ticket

9 Nov 2019

9 ნოემბერი, 2019 საქართველო, თბილისი თბილისის საკონცერტო დარბაზი, გივი სიხარულიძის ვარსკვლავის გახსნა.

sunday

One ticket

9 Nov 2019

9 ნოემბერი, 2019 საქართველო, თბილისი თბილისის კონსერვატორია, თბილისის კამერული მუსიკის XIV ფესტივალი, ვოკალური მუსიკის საღამო.

sunday

One ticket

7 Nov 2019

7 ნოემბერი, 2019 საქართველო, თბილისი გარდენ ჰოლი, ჯანსუღ კახიძის სიმღერები.

sunday

One ticket

3 Nov 2019

3 ნოემბერი, 2019 საქართველო, თბილისი უფლისციხე, მუზეუმ-ნაკრძალი “ღვინის ტურის” პრეზენტაცია.

sunday

One ticket

25 Oct 2019

25 ოქტომბერი, 2019 საქართველო, თბილისი თბილისის საკონცერტო დარბაზი, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი.

sunday

One ticket

13 Oct 2019

13 ოქტომბერი, 2019 საქართველო, თბილისი სოლო კონცერტი მცხეთობასთან დაკავშირებით.

sunday

One ticket

4 Oct 2019

4 ოქტომბერი, 2019 საქართველო, თბილისი ანსამბლ “რუსთავის” 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მიღება თბილისის საკრებულოში.

sunday

One ticket

1 Oct 2019

უკრაინა, ოდესა 1 – 4 ოქტომბერი, 2019 2 ოქტომბერს ფესტივალი სახელწოდებით „ოქროს ვიოლინოები“ ოდესის რეგიონალურ ფილარმონიაში ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობით გაიმართება. „რუსთავს“ მოუთმენლად ელიან მეგობარ უკრაინაში.

sunday

One ticket

1 Sep 2019

ისრაელი, – იერუსალიმი, თელ-ავივი, ჰაიფა 1 – 10 სექტემბერი, 2019 არ გამოტოვოთ!.. სულ მალე, ანსამბლი “რუსთავი” და საქართველოს კამერული ორკესტრი ერთობლივი კონცერტებით წარსდგებიან მსმენელის წინაშე. ეს არ არის „რუსთავისა“ და კამერული ორკესტრის პირველი ერთობლივი პროექტი. „რუსთავს“ განსაკუთრებული რეპერტუარი აქვს მომზადებული მაყურებლისთვის, რომელსაც სახელოვან იოსებ ბარდანაშვილთან და ცნობილ დირიჟორ არიელ ცუკერმანთან ერთად წარუდგენს საზოგადოებას. ანსამბლ „რუსთავს“, მუსიკალურ ხელმძღვანელთან, ანზორ ერქომაიშვილთან ერთად, მოუთმენლად ელიან ისრაელში.

sunday

One ticket

23 Jun 2019

საქართველო, თბილისი ღია ცის ქვეშ შესრულებული ჯანსუღ კახიძის სიმღერები.

sunday

One ticket

22 Jun 2019

ბელორუსია, მინსკი 22 – 24 ივნისი, 2019 ანსამბლი „რუსთავი“ იმყოფებოდა მინსკში, სადაც ქართული კულტურის დღეებში მიიღო მონაწილეობა.

sunday

One ticket

30 May 2019

საქართველო, თბილისი საჯარო ბიბლიოთეკა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე.

sunday

One ticket

20 May 2019

თურქმენეთი 20 – 23 მაისი, 2019 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საელჩოს ღონისძიებაზე.

sunday

One ticket

17 May 2019

საქართველო, თბილისი ოჯახის სიწმიდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი სამების საკათედრო ტაძარში.

sunday

One ticket

12 May 2019

საქართველო, თბილისი მახათას მთაზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნაზე.

sunday

One ticket

14 Apr 2019

საქართველო, თბილისი მწერალთა სახლი, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

sunday

One ticket

9 Apr 2019

საფრანგეთი, სტრასბურგი 9 – 12 აპრილი, 2019 საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები.

sunday

One ticket

6 Apr 2019

საქართველო, თბილისი ანსამბლი „რუსთავი“ იმყოფებოდა ჯ. კახიძის მუსიკალურ ცენტრში, სადაც ჯანსუღ კახიძის სიმღერები შეასრულა.

sunday

One ticket

31 Mar 2019

საქართველო, თბილისი მარჯანიშვილის თეატრში, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე.

sunday

One ticket

28 Mar 2019

საქართველო, თბილისი ანსამბლი „რუსთავი“ იმყოფებოდა ჯ. კახიძის მუსიკალურ ცენტრში, სადაც ჯანსუღ კახიძის სიმღერები შეასრულა.

sunday

One ticket

23 Mar 2019

საქართველო, თბილისი ანსამბლი „რუსთავი“ იმყოფებოდა ჯ. კახიძის მუსიკალურ ცენტრში, სადაც ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები შეასრულა.

sunday

One ticket

13 Mar 2019

საქართველო, თბილისი საჯარო ბიბლიოთეკა. ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით “ანთოლოგია – 400 ქართული ხალხური სიმღერა” – ის პრეზენტაცია.

sunday

One ticket

7 Mar 2019

საქართველო, თბილისი ანსამბლი „რუსთავი“ იმყოფებოდა ჯ. კახიძის მუსიკალურ ცენტრში, სადაც ჯანსუღ კახიძის სიმღერები შეასრულა.

sunday

One ticket

5 Jan 2019

საქართველო, ზუგდიდი ანსამბლი „რუსთავი“ პრეზიდენტის საახალწლო ღონისძიებაზე.

sunday

One ticket

9 Dec 2018

თურქეთი, იზმირი 9 – 11 დეკემბერი, 2018 ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტი 10 დეკემბერს გაიმართა. კონცერტს ესწრებოდა 1500 ადამიანი, მათ შორის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები და ქ.იზმირის საპატიო კონსული. კონცერტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

sunday

One ticket

26 Sep 2018

საქართველო, თბილისი “მაგთის” ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით გამართული კონცერტი.

sunday

One ticket

10 Sep 2018

საქართველო, – თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, აბაშა, ჩოხატაური, საჩხერე 10-20 სექტემბერი, 2018 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ანსამბლ “რუსთავის” რეგიონალური ტურნე.

sunday

One ticket

23 Jun 2018

საქართველო, თბილისი შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრში გამართულ ოლიმპიელთა ფორუმზე.

sunday

One ticket

9 Jun 2018

საქართველო, თბილისი თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული თენგიზ უთმელიძის საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.

sunday

One ticket

7 Jun 2018

საქართველო, თბილისი შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრში გამართული თემურ ქევხიშვილის საიუბილეო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.

sunday

One ticket

4 Jun 2018

საქართველო, თბილისი იტალიის ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე.

sunday

One ticket

26 May 2018

საქართველო, ხობი ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული სოლო კონცერტი.

sunday

One ticket

7 May 2018

საქართველო, თბილისი საქართველოს უძლიერესი სპორტსმენის დაჯილდოვების ცერემონია რუსთაველის თეატრში.

sunday

One ticket

26 Apr 2018

საქართველო, თბილისი ჯ.კახიძის ხსოვნის საღამოზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით.

sunday

One ticket

23 Mar 2018

საქართველო, თბილისი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

sunday

One ticket

17 Mar 2018

საქართველო, თბილისი შ.პ.ს. ,,ბი თი ელი”-ს მიერ მთაწმინდაზე გამართულ ღონისძიებაზე.

sunday

One ticket

21 Feb 2018

საქართველო, თბილისი შპს ,,ვანილა ივენთი”-ს მიერ რესტორან ჰილსაიდში გამართულ ღონისძიებაზე.

sunday

One ticket

8 Feb 2018

საქართველო, თბილისი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეზე.

sunday

One ticket

2 Feb 2018

თურქეთი, სტამბოლი 2 – 4 თებერვალი, 2018 ღონისძიება „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

sunday

One ticket

31 Dec 2017

საქართველო, თბილისი საახალწლო ღონისძიება.

sunday

One ticket

28 Dec 2017

საქართველო, ქსანი ანსამბლი „რუსთავი“ პატიმრებთან.

sunday

One ticket

25 Dec 2017

საქართველო, თბილისი მთაწმინდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია II – ის აღსაყდრების 40 წლის იუბილეზე.

sunday

One ticket

22 Nov 2017

საფრანგეთი, პარიზი 22 – 24 ნოემბერი, 2017 სამხრეთ კავკასიაში გერმანული კოლონიების შექმნის 200 წლის იუბილეზე.

sunday

One ticket

8 Nov 2017

საქართველო, თბილისი „ილიაობა“, საჯარო ბიბლიოთეკა.

sunday

One ticket

29 Oct 2017

საქართველო, თბილისი მთაწმინდა, რედიქს თრეველი.

sunday

One ticket

3 Oct 2017

საქართველო, თბილისი მთაწმინდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ღონისძიება.

sunday

One ticket

29 Sep 2017

დიდი ბრიტანეთი, ინგლისი 29 სექტემბერი – 1 ოქტომბერი, 2017 ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.

sunday

One ticket

26 Sep 2017

საქართველო, თბილისი მთაწმინდა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ღონისძიება.

sunday

One ticket

4 Sep 2017

პოლონეთი, კრინიცა 4 – 6 სექტემბერი, 2017 ანსამბლი „რუსთავი“ ეკონომიკურ ფორუმზე.

sunday

One ticket

2 Sep 2017

საქართველო, შეკვეთილი ბლექ სი არენა, „შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 2017“. ღონისძიებას ესწრებოდა 7000-ზე მეტი ადამიანი.

sunday

One ticket

31 Jul 2017

საქართველო, თბილისი მთაწმინდა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ა.შ.შ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი.

sunday

One ticket

2 Jul 2017

საქართველო, გორი ანსამბლმა „რუსთავმა“ უეფას 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ღონისძიებას 3000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

sunday

One ticket

24 Jul 2017

სომხეთი, ერევანი 24 – 26 ივლისი, 2017 ანსამბლი „რუსთავი“ საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეზე.

sunday

One ticket

20 Jun 2017

პოლონეთი, კრაკოვი, ქ.ჟეშუვი

sunday

One ticket

14 Jun 2017

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, პეკინი

sunday

One ticket

25 Oct 2016

ტაივანი, ქ.ტაიპეი 25 ოქტომბერი – 12 ნოემბერი, 2016 ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მომღერალთა გუნდი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გასტროლისთვის ემზადება. სულ მალე, „რუსთავს“ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, მისი ძველი მეგობარი, ლეგენდარული „ქლაუდ გეითი“ თავის მშობლიურ ტაივანში უმასპინძლებს. მასპინძელ მხარეს წარმოადგენს სახელოვანი ქორეოგრაფი ლინ ჰვაი-მინი. კონცერტები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქ.ტაიპეის გარდა, ასევე დაგეგმილია ქალაქებში: ნანტოუ, კაოჰსიუნგი, მიაოლი, ტაოიუანი.

sunday

One ticket

4 Jul 2016

სახას რესპუბლიკა (იაკუტია), ქ.იაკუტსკი 4 – 10 ივლისი, 2016 III საერთაშორისო ფესტივალი „იუნესკოს შედევრების შეხვედრა ოლონხოს1 მიწაზე“ ჩატარდება სახას რესპუბლიკის (იაკუტია) კულტურისა და სულიერი განვითარების სამინისტროს მიერ რიგით VI საერთაშორისო სპორტული თამაშების „აზიის ბავშვები“ (იმართება 2008 წლიდან ქ.იაკუტსკში) ფარგლებში. აღნიშნული ღონისძიება იმართება იუნესკოს ეგიდით და რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. კულტურული დიალოგის მსგავსი ფორმატი უნიკალურია თავისი ხასიათით, რადგან იგი თავს უყრის მსოფლიოს მუსიკალურ შედევრებს და თავისი მრავალფეროვანი სპექტრით ამშვენებს თავად ფესტივალს. ფესტივალს გააჩნია საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი და მოიცავს: • შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტებსა და გამოსვლებს, რომლებიც წარმოადგენენ კულტურულ ელემენტებს და იუნესკოს მიერ აღიარებული არიან კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებად. • საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს, რომელიც ეძღვნება კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობას. • მასტერკლასებს, სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს. ფესტივალის მიზანია: • კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრების დაცვა და პოპულარიზაცია. • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში ახალგაზრდობის, საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვა. • საერთაშორისო კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოება. ფესტივალის ამოცანებია: • საერთაშორისო დონეზე გამოცდილების ურთიერთგაცვლის ორგანიზება კულტურული ელემენტების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში, რომლებიც იუნესკოს მიერ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრებად არიან აღიარებული. • კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრების შესახებ ცოდნის გავრცელება, ახალგაზრდობის და მთლიანობაში საზოგადოების კულტურულ მრავალფეროვნებასთან ზიარება. • საერთაშორისო საზოგადოებისთვის სახას რესპუბლიკის (იაკუტია) პროგრამების პრეზენტაცია იაკუტიის საგმირო ეპოსის ოლონხოს შენარჩუნებასა და განვითარებასთან დაკავშირებით. • ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან შემოქმედებითი კოლექტივები, მეცნიერები, სპეციალისტები, იმ კულტურული ელემენტების ცალკეული შემსრულებლები, რომლებიც იუნესკოს მიერ აღიარებული არიან კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრებად. • ფესტივალის მონაწილენი მონაწილეობას მიიღებენ კონცერტებში, წარმოდგენებში, ტელეგადაცემებში, პრესკონფერენციებში, სამეცნიერო სიმპოზიუმში, ასევე VI საერთაშორისო სპორტული თამაშების „აზიის ბავშვები“ გახსნის საზეიმო ცერემონიალში. იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ 2001 წლის 18 მაისს, იუნესკომ ქართული ხალხური სიმღერა კაცობრიობის სულიერი კულტურის ხელთუქმნელი საგანძურის შედევრად აღიარა, ანსამბლი „რუსთავი“ განსაკუთრებული სტატუსით არის მიწვეული ღონისძიებაზე. მასტერკლასების წამყვანთა, ასევე სამეცნიერო-კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორთა და არამატერიალური მემკვიდრეობის ექსპერტთა მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ბ-ნი ანზორ ერქომაიშვილი მთავარ პერსონად არის მიწვეული სიმპოზიუმზე, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებას ასევე დაესწრება იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა. 1 იაკუტების (სახა) უძველესი ეპიკური ხელოვნება. მას ცენტრალური ადგილი უკავია იაკუტების ფოლკლორის სისტემაში. ტერმინი „ოლონხო“ აღნიშნავს როგორც ეპიკურ ტრადიციას ზოგადად, ასევე ცალკეული თქმულებების სახელწოდებას. 2005 წელს იუნესკომ ოლონხო აღიარა „კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად“.

sunday

One ticket

7 Jun 2016

ანსამბლი „რუსთავი“ ლიტვაში 7 ივნისს ლიტვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ. დამსწრეთა შორის იყვნენ ლიტვის კულტურის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ლიტვის სეიმის პირველი ვიცე-სპიკერი. მოწვეული სტუმრების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი და ანსამბლი “ქართული ხმები”. აგრეთვე, ლიტველი მუსიკოსების „ქარვის კვარტეტმა” სიმებიან ქარვის ინსტრუმენტებზე შეასრულა ქართული ნაწარმოებები. გაიმართა ქართული სამზარეულოს და ღვინის დეგუსტაცია, ფოტოგამოფენა, ქართული ნაწარმის გამოფენა.

sunday

One ticket

2 Jun 2016

„რუსთავი“ დიდ ბრიტანეთში 2 – 4 ივნისი, 2016 ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით 2-4 ივნისს მიწვეულია უელსში ვოის კარდიფის მუსიკალურ ფესტივალზე უელსის მომღერალთა გუნდთან ერთად კონცერტის გასამართავად. 2 ივნისი – 2 საათიანი „ვორკშოპი“ მუსიკის როიალ ველშ კოლეჯში (უელსის სამეფო მუსიკის კოლეჯი) სტუდენტების მონაწილეობით. 3 ივნისი – ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი უელსში, კარდიფში, ლანდაფის საკათედრო ტაძარში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ფესტივალის ოფიციალური მისამართით: http://www.llandaffcathedral.org.uk/upcoming-events-at-llandaff-cathedral/

sunday

One ticket

8 Mar 2016

„რუსთავი“ უკრაინაში 8 – 16 მარტი, 2016 სულ მალე, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი უკრაინას ეწვევა. მორიგ საპასუხისმგებლო გასტროლს „რუსთავი“ ჩვეული სიხარულით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ხვდება. ამჯერად ფორმატი განსხვავებულია. ანსამბლ „რუსთავს“ უკრაინის ყველაზე სახელოვან ანსამბლთან ერთად მოუწევს გამოსვლა. დარწმუნებული ვართ უკრაინელი ქორეოგრაფის, პაველ ვირსკის სახელობის ანსამბლი თავს არ დაზოგავს. პირველ გრანდიოზულ სადღესასწაულო კონცერტს სახელწოდებით „სიყვარულით საქართველოდან“, ლეგენდარული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „რუსთავი“ (შეფასება მსოფლიო პრესიდან არის აღებული „რუსთავის“ შესახებ) გამართავს „უკრაინის სასახლეში“, კიევში. მეგობრული, უპრეცედენტო საცეკვაო შეჯიბრის კულმინაციას უკრაინელი მაყურებელი იხილავს 16 მარტს, საღამოს 7 საათზე, „ოკტიაბრსკის“ სასახლის სცენაზე – კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრში, კიევში. მსოფლიოში სახელგანთქმული ორი ნაციონალური ცეკვის კოლექტივი ერთმანეთს შეერკინება მთავარი პრიზის – მაყურებლის გულის მოსაგებად! ორმა უბრწყინვალესმა ეროვნულმა კოლორიტმა, თავიანთი ულევი ენერგიითა და არტისტიზმით, უბადლო ოსტატობითა და ხალხური სტილების ორიგინალური ინტერპრეტაციით განაცვიფრა მსოფლიო! საქართველოსა და უკრაინის საკონცერტო ცხოვრებაში ეს უნიკალური მოვლენა, რომელიც ერთ სცენაზე ასორმოცდაათამდე პირველი კლასის ხელოვანს უყრის თავს, უცილობლად შევა ჩვენი ქვეყნების კულტურის თანამედროვე ისტორიაში! ყოველ ჯერზე გეჩვენებათ, რომ ვირტუოზულობის მწვერვალი უკვე დაპყრობილია… თუმცა ყოველი გამოსვლით, ყოველი ნომრით, შეუდარებელ არტისტებს ესტეთიური ტკბობის ახალ-ახალ თავბრუდამხვევ მწვერვალებზე აჰყავხართ! ასეთი მასშტაბის საცეკვაო მოვლენის ხილვის, ორი დიდებული ქვეყნის ეროვნული სულის კოლოსალური ენერგიით დამუხტვის, ორ დიად კულტურასთან ზიარების შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ გეძლევათ. უკრაინის სიამაყე – პაველ ვირსკის სახელობის უკრაინის ნაციონალური ცეკვის დამსახურებული აკადემიური ანსამბლი. ვირსკის სახელობის ანსამბლი – ეს არის 100 უძლიერესი არტისტი, მგზნებარე, სიცოცხლით სავსე, მხიარული და პროფესიონალი წარმოუდგენლად მგზნებარე უკრაინული ენერგეტიკით. ვირსკის სახელობის ანსამბლის თითოეული გამოსვლა – ეს არის ფერთა, ენერგიისა და არტისტიზმის უნიკალური ნაზავი. ნათელი და გამომსახველობითი მოძრაობები, წარმოუდგენელი ნახტომები, ელვისებური ბრუნვები და ცეკვების ცვალებადი დინამიკა, ვირტუოზულობა, ოსტატობა და ხალხური სტილების ორიგინალური ინტერპრეტაცია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად აქცევს მას! საქართველოს სიამაყე – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“. ანსამბლმა „რუსთავმა“, რომლის ისტორია ჯერ კიდევ 1968 წელს დაიწყო, ფენომენალურ ოსტატობას მიაღწია. ანსამბლი 50-მდე მოცეკვავისგან, 12 მომღერლისგან და საკუთარი ორკესტრისგან შედგება, რომელიც მხოლოდ ნაციონალურ ხალხურ მუსიკალურ საკრავებს იყენებს. მოცეკვავეები წარმოაჩენენ ხალხური ცეკვების გამაოგნებელ, სრულყოფილების მწვერვალებამდე აყვანილ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, ანსამბლ „რუსთავს“ გამართული აქვს 5000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. „რუსთავმა“ მოხიბლა მაყურებელი და დაიმსახურა წარმოუდგენელი ოვაციები ევროპისა თუ აზიის ყველა ქვეყანაში. ნათელი კოსტიუმები, ბრწყინვალე შესრულება, შეუდარებელი ქორეოგრაფია ყველაზე კრიტიკული მაყურებლის მოწონებას იმსახურებს! „რუსთავის“ ცეკვის სტილი ხაზს უსვამს ქართული სულის თვითმყოფადობას და მის ჭეშმარიტად განუმეორებელ ბუნებას (შეფასებები მსოფლიო პრესიდან არის აღებული „რუსთავის“ შესახებ) . დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ ბმულს: http://kvartal-concert.com/afisha/tancevalnyy-ring-ansambl-virskogo-vs-rustavi-16-3-2016#

sunday

One ticket

9 Oct 2015

„რუსთავი“ დიდ ბრიტანეთში 9 – 15 ოქტომბერი, 2015 ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით 9 – 15 ოქტომბერს მიწვეულია ინგლისში კონცერტების და მასტერკლასების ჩასატარებლად. პროექტი ხორციელდება რაგბის მსოფლიო თასის კულტურული პროგრამის ფარგლებში ინგლისის ხელოვნების კავშირის მხარდაჭერით. 10 ოქტომბერი – ქ.გლოსტერის საკათედრო ტაძარში კონცერტი და მასტერკლასი. 12 ოქტომბერი – ვორკშოპი ქ.უელსის ადგილობრივ მამაკაცთა გუნდთან უელსის – ისტრადგინლაისში. 13 ოქტომბერი – კონცერტი ლონდონში ბარბიქენის დარბაზში. 14 ოქტომბერი – მიღება რაგბის მსოფლიო თასის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში დიდ ბრიტანეთში და კონცერტი.

sunday

One ticket

9 Oct 2015

„რუსთავი“ პოლონეთში 9 – 16 ოქტომბერი, 2015 სულ მალე, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი პოლონეთს ეწვევა. ქ.გდანსკში, 2015 წლის 9-დან 16 ოქტომბრამდე, „ქართული კვირეულის“ ფარგლებში “რუსთავი” განსაკუთრებული პროგრამით აპირებს პოლონეთის აუდიტორიის წინაშე წარდგომას. კონცერტში, რომელიც 10 ოქტომბერს გდანსკის შექსპირის სახელობის თეატრის დარბაზში გაიმართება, “რუსთავის” მხრიდან 30 არტისტი მიიღებს მონაწილეობას ბ-ნი ფრიდონ სულაბერიძის ხელმძღვანელობით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ფესტივალის ოფიციალური მისამართით: http://teatrszekspirowski.pl/en/

sunday

One ticket

6 Oct 2015

შვეიცარია, ჟენევა 6 – 8 ოქტომბერი, 2015 სულ მალე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” გუნდი შვეიცარიას ეწვევა. ჟენევაში, ისმო (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია)-ს გენერალურ ასამბლეაზე, ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა გაიმართება. გამოფენის გახსნაში ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ ისმო-ს გენერალური დირექტორი ფრენსის გარი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. „რუსთავი“ მრავალფეროვანი რეპერტუარიდან სპეციალურად ამ მნიშვნელოვანი გამოფენისთვის შეარჩევს საქართველოს ყველა კუთხის სიმღერას და შეასრულებს საქართველოს ჰიმნს. აღნიშნული გასტროლი საქპატენტის ინიციატივით ხორციელდება.

sunday

One ticket

6 Aug 2015

„რუსთავი“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 6 – 15 აგვისტო, 2015 ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა ჯგუფი აგვისტოს თვეში მიწვეულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რამდენიმე პროვინციაში კონცერტებით. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა სპეციალური პროგრამა მოამზადა ჩინელი მსმენელისთვის. ჩინეთის მოყვარულთა ანსამბლების მომღერლები მოუთმენლად ელიან მაესტრო ანზორ ერქომაიშვილის მასტერკლასს. „რუსთავის“ მომღერლებმა სპეციალურად შეისწავლეს 2 პოპულარული ჩინური სიმღერა, რომელსაც სიურპრიზის სახით შესთავაზებენ დამსწრე საზოგადოებას. ტურის განრიგი: 6 აგვისტო – ჩინეთის ქ. შენჟენში ან გუანჯოში ჩასვლა. 7 აგვისტო – პირველი წარმოდგენა ქ. შენჟენში. 8 აგვისტო – მეორე წარმოდგენა ქ. გუანჯოში. 11 აგვისტო – მესამე წარმოდგენა ქ. ნანჯინგში. 13 აგვისტო – მეოთხე წარმოდგენა ქ. პეკინში. 14 აგვისტო – მეხუთე (ბოლო) წარმოდგენა ქ. შანხაიში. 15 აგვისტო – ჩინეთის ქ. შანხაიდან გამომგზავრება.

sunday

One ticket

2 Jun 2015

საქართველო, თბილისი არ გამოტოვოთ!!! ანსამბლი “რუსთავი” და ფონდი “იავნანა” წარმოგიდგენთ… 2 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს მართავს. პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია და ქალაქის საკრებულო. მობრძანდით, გელით!!! ბილეთების შეძენა ასევე შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, Biletebi.ge – ის ოფიციალურ საიტზე! თბილისის საკონცერტო დარბაზი, 2 ივნისი, სამშაბათი, დას.: 20:00 სთ.-ზე. ბილეთის ფასი: GEL 10 – დან! P. S. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ ბმულს: https://biletebi.ge/Default.aspx?id=22&name=%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98+-+%E1%83%98%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D+%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98

sunday

One ticket

25 May 2015

ანსამბლი „რუსთავი“ ვატიკანში 25 – 27 მაისი, 2015 25 მაისს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ვატიკანშია მიწვეული წმიდა საყდრის კულტურის საბჭოს პრეზიდენტის, კარდინალ ჯანფრანკო რავაზის მიერ რომის ველაბროს წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში კონცერტის გასამართავად. შესრულდება საეკლესიო საგალობლები. II კონცერტი დანიშნულია რომის წმიდა ავგუსტინეს ტაძარში განსხვავებული პროგრამით. აღნიშნული გასტროლი მომზადებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ და ვატიკანში საქართველოს საელჩოს მიწვევის ფარგლებში იმართება. საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ბ-ნი მიხეილ გიორგაძე. ანსამბლი „რუსთავი“ საქართველოში 27 მაისს დაბრუნდება.

sunday

One ticket

19 May 2015

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ქსი’ანი 19 – 27 მაისი, 2015 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფთან, ბ-ნ ფრიდონ სულაბერიძესთან ერთად ჩინეთში იმყოფება, სადაც 20, 22, 23 და 25 მაისს კონცერტებს გამართავს უმაღლესი რანგის სტუმრებისა და ოფიციალური პირებისათვის. როგორც ყოველთვის, “რუსთავი” დიდი სიხარულითა და პასუხისმგებლობით ხვდება მორიგ გასტროლს საზღვარგარეთ. ანსამბლი “რუსთავი” ასევე მონაწილეობას მიიღებს დასავლეთსა და აღმოსავლეთ ჩინეთს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის ინვესტირებისა და ვაჭრობის რიგით მე-19 ფორუმის და მე-2 აბრეშუმის გზის (თრეიდ ექსპო (Trade Expo)) საზეიმო გახსნაში. ანსამბლ “რუსთავს” მოუთმენლად ელიან ჩინეთში.

sunday

One ticket

12 Feb 2015

ანსამბლი „რუსთავი“ ინდოეთში ამჟამად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილთან ერთად ინდოეთში იმყოფება, სადაც ქ.ფარიდაბადში სურაჯკუნდის რიგით 29-ე საერთაშორისო ხელნაკეთობების გამოფენაში იღებს მონაწილეობას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოსა და ინდოეთის კულტურულ ურთიერთობებში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოდან ხალხური სიმღერა ცოცხლად შესრულდება ინდოეთში. ანსამბლი „რუსთავი“ საქართველოში 16 თებერვალს დაბრუნდება.

sunday

One ticket

31 Oct 2014

საქართველო, თბილისი არ გამოტოვოთ!!! სულ მალე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” გრანდიოზულ წარმოდგენას მართავს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. მობრძანდით, გელით!!! ბილეთების შეძენა ასევე შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, Biletebi.ge – ის ოფიციალურ საიტზე! 31 ოქტომბერი, პარასკევი, დას.: 19:30 სთ.-ზე. ბილეთის ფასი: GEL 10, 20, 30 P. S. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ ბმულს: http://www.biletebi.ge/Default.aspx?SiteOwnerID=1&id=9&

sunday

One ticket

12 Oct 2014

საქართველო, თბილისი მხოლოდ ანსამბლი “რუსთავი”! 12 ოქტომბერი, ფოლკლორის დღე! ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი (თბილისის სიმფონიური ორკესტრი). საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “შემოდგომის თბილისი” ფარგლებში ანსამბლი “რუსთავი” სრულიად ახალი სოლო პროგრამით აპირებს მსმენელის წინაშე წარსდგომას. კიდევ ერთი ღირსსახსოვარი საღამო, – გარანტირებულია! 12 ოქტომბერი, კვირა, დასაწყისი: 19:30 სთ.-ზე.

sunday

One ticket

20 Sep 2014

ლეგენდარული “ქლაუდ გეითი” საქართველოში 20, 21 სექტემბერი, 2014 არ გამოტოვოთ!!! სულ მალე მსოფლიოში სახელგანთქმული და ანსამბლ “რუსთავის” მეგობარი, ტაივანის საბალეტო დასი “ქლაუდ გეითი” საქართველოში ჩამოდის. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ანსამბლი “რუსთავი” და “ქლაუდ გეითი” დაუვიწყარ ერთობლივ წარმოდგენას გპირდებათ. სპექტაკლი გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში. 20 და 21 სექტემბერი, შაბათი, კვირა, დასაწყისი: 20:00 სთ.-ზე. ბილეთის ფასი: GEL 30 – 55

sunday

One ticket

8 Jul 2014

საქართველო, თბილისი არ გამოტოვოთ!!! ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” და ანსამბლი “სუხიშვილები” წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორები, – საქართველოს კულტურის პალატა, ქ. თბილისის საკრებულო, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდი, თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ბ-ნი ანზორ ერქომაიშვილი და საქართველოს ეროვნული ბალეტის დირექტორი, ქ-ნი ნინო სუხიშვილი გრანდიოზულ საღამოს გპირდებათ. თბილისის საკონცერტო დარბაზი, 8 ივლისი, სამშაბათი, დასაწყისი: 20:00 სთ.-ზე. ბილეთის ფასი: GEL 10 – 15 P. S. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამავე ვებ-საიტის „ვიდეოები“-ს გვერდზე.

sunday

One ticket

2 Jul 2014

კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა), სეული 2 – 11 ივლისი, 2014 სულ მალე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი სამხრეთ კორეას ეწვევა. ღონისძიება, რომლის სახელწოდებაა, – კავკასიის კულტურის ფესტივალი კორეაში – 2014, – კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევის ფარგლებში იმართება. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ სომხეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი და ჯაზური ჯგუფი.

sunday

One ticket

30 May 2014

ირლანდიის რესპუბლიკა, დუბლინი სულ მალე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” გუნდი ირლანდიას ეწვევა. ღონისძიება, რომელიც “გემების საერთაშორისო ფესტივალი” – ს სახელით არის ცნობილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში იმართება. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო, ჩვენს უცხოელ მასპინძლებს ქართული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობაც მიეცემათ. ანსამბლ “რუსთავთან” ერთად ირლანდიის დედაქალაქი “სუხიშვილების” ანსამბლსაც უმასპინძლებს.

sunday

One ticket

6 May 2014

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ინგოლშტადტი 6 მაისს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” გუნდი და საქართველოს კამერული ორკესტრი, ინგოლშტადტის საკონცერტო კომპანია ემ ბი ეიჩ (mbH) ერთობლივ კონცერტს გამართავენ ინგოლშტადტის მსმენელისათვის. დასაწყისი: 6 მაისი, 2014, სამშაბათი, ადგილობრივი დროით საღამოს 8:00სთ.

sunday

One ticket

30 Apr 2014

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ვისბადენი სულ მალე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” გუნდი გერმანიას ეწვევა. ღონისძიება, რომელიც “მაისის საერთაშორისო ფესტივალი 2014” – ის სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს წამყვან მუსიკოლოგთა მხრიდან დიდ ინტერესს იმსახურებს. როგორც ყოველთვის, “რუსთავი” დიდი სიხარულითა და პასუხისმგებლობით ხვდება მორიგ გასტროლს საზღვარგარეთ. ანსამბლი “რუსთავი” მონაწილეობას მიიღებს ფესტივალის საზეიმო გახსნაში, რომელიც ჰესენის მხარის ქ. ვისბადენის სახელმწიფო თეატრის დახურულ გალერეაში 2014 წლის 1 მაისს, ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 6:30სთ.-ზე გაიმართება. 3 და 4 მაისს, ანსამბლი “რუსთავი” სპეციალური პროგრამით (“მოგზაურთა სიმღერები”) წარსდგება გერმანელი მსმენელის წინაშე. ღონისძიება გაიმართება ჰესენის მხარის ქ. ვისბადენის ნაციონალური თეატრის დიდ დარბაზში ადგილობრივი დროით საღამოს 7:30სთ.-ზე. ანსამბლ “რუსთავს” მოუთმენლად ელიან გერმანიაში. 5 მაისს “რუსთავი” უკვე ინგოლშტადტისკენ აიღებს გეზს.

sunday

One ticket

26 Nov 2013

ლიტვა, ვილნიუსი 26 ნოემბერს, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა დასი კონცერტს მართავს ქ. ვილნიუსში მდებარე “Teatro Arena” – ს დარბაზში.

sunday

One ticket

26 Nov 2013

რუსეთის ფედერაცია, მოსკოვი 26 ნოემბერს, ოლეგ კაგანის სახ. ფესტივალთან დაკავშირებით, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” გუნდი სოლო კონცერტს მართავს პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახ. კონსერვატორიის მცირე დარბაზში.

sunday

One ticket

12 Oct 2013

საქართველო, თელავი 12 ოქტომბერს, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმოდ გახსნის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში. 12 ოქტომბერი, შაბათი, დასაწყისი: 19:00 სთ.-ზე.

sunday

One ticket

7 Aug 2013

შვეიცარია, სიონი მალე ანსამბლი “რუსთავი” შვეიცარიას ეწვევა, სადაც საერთაშორისო ფესტივალში “მიუზიკ სიონ ვალაის” მიიღებს მონაწილეობას. კონცერტი ჩატარდება 10 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 20:00 სთ.-ზე ფერმე ასილეში, სიონი. ეს არის ცნობილი მევიოლინის, პაველ ვერნიკოვის ფესტივალი. “რუსთავის” პროგრამის წარმოდგენასთან ერთად, პროექტი ასევე გულისხმობს სოსო ბარდანაშვილის ახალი ნაწარმოების შესრულებას.

sunday

One ticket

31 Jul 2013

ჩინეთის რესპუბლიკა, პეკინი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, მალე ანსამბლი “რუსთავი” ჩინეთის დედაქალაქს, პეკინს ეწვევა, სადაც ქართული კულტურის დღეებში მიიღებს მონაწილეობას.

sunday

One ticket

4 Jul 2013

ნორვეგია, ფორდე სულ მალე ანსამბლი “რუსთავი” ნორვეგიას ეწვევა, სადაც ფორდეს ტრადიციულ და მსოფლიო მუსიკის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელი, – ევა სკალა.

sunday

One ticket

1 Jun 2013

თურქეთი, სამსუნი სულ მალე ანსამბლი “რუსთავი” თურქეთს ეწვევა. 3 ივნისს, ქ.სამსუნის საერთაშორისო მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, “რუსთავი” განსაკუთრებული პროგრამით აპირებს თურქეთის აუდიტორიის წინაშე წარდგომას. კონცერტში, რომელიც ქ.სამსუნის საოპერო დარბაზში ჩატარდება, “რუსთავის” მხრიდან 50 მსახიობი-მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას ბ-ნი ფრიდონ სულაბერიძის ხელმძღვანელობით. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ფესტივალის ოფიციალური მისამართით: www.samfest.org.tr

sunday

One ticket

29 Apr 2013

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, შანხაი სულ მალე ანსამბლი “რუსთავი” ჩინეთის ქ. შანხაის ეწვევა, სადაც 29 აპრილიდან 5 მაისამდე “რუსთავს” ოთხი კონცერტის გამართვა აქვს დაგეგმილი.

sunday

One ticket

18 Feb 2013

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ტაივანი, ქ. ტაიპეი ჩიანგ კაი-შეკ-ის ნაციონალური კულტურული ცენტრის მიწვევით, მალე ანსამბლი “რუსთავი” ტაივანს ეწვევა, სადაც 21, 22 და 23 თებერვალს ტაიპეის ნაციონალურ თეატრში ტაივანის თეატრთან, ქლაუდგეითთან ერთად წარმოადგენს 3 სპექტაკლს სახელწოდებით “მოგზაურთა სიმღერები”.

sunday

One ticket

17 Jan 2013

რუსეთის ფედერაცია, სანქტ-პეტერბურგი სულ მალე ანსამბლი “რუსთავი” სანქტ-პეტერბურგს ეწვევა, სადაც ევანგელური კულტურის VIII საერთაშორისო ფესტივალში (“Крещенские Вечера”) მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი ჩატარდება 18 იანვარს დიდ საკონცერტო დარბაზში “ოკტიაბრსკი”. 19 იანვარს “რუსთავი” კონცერტს გამართავს ქ. ველიკი ნოვგოროდში.

sunday

One ticket

7 Jan 2013

მალაიზიის ფედერაცია, კუალა-ლუმპური სულ მალე ანსამბლი “რუსთავი” მალაიზიის დედაქალაქს, კუალა-ლუმპურს ეწვევა, სადაც 11, 12 და 13 იანვარს ქლაუდგეითთან ერთად გამართავს სამ წარმოდგენას სახელწოდებით “მოგზაურთა სიმღერები”. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება ისტანა ბუდაიაში (მალაიზიურიდან სიტყვასიტყვით, – “კულტურის სასახლე”).

sunday

One ticket

3 Dec 2012

საფრანგეთი, სტრასბურგი ანსამბლი “რუსთავი” სტრასბურგის საშობაო გამოფენაზე.

sunday

One ticket

24 Sep 2012

პოლონეთი, ვარშავა მალე ანსამბლი “რუსთავი” პოლონეთს ეწვევა, სადაც ვარშავის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება, რომლის სახელწოდებაა “აზიის მივიწყებული ხმების დაბრუნება”, გაიმართება მეცნიერებისა და კულტურის სასახლეში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 19:00 სთ.-ზე. კონცერტის რადიოტრანსლაცია მოხდება ლაივში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ფესტივალის ოფიციალური მისამართით: http://www.festival.warszawa.pl/1138_program_8_edycji

sunday

One ticket

19 Jun 2012

ავსტრია, ინსბრუკი სულ მალე ანსამბლი “რუსთავი” ავსტრიას ეწვევა, სადაც 23 და 24 ივნისს ქლაუდგეითი “რუსთავთან” ერთად მართავს ორ წარმოდგენას სახელწოდებით “მოგზაურთა სიმღერები”.

sunday

One ticket

4 Jun 2012

ბელგია, ბრიუსელი 4 ივნისს ანსამბლი “რუსთავი” ბელგიის დედაქალაქს, ბრიუსელს ეწვევა, სადაც გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობისა და საქართველო – ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

sunday

One ticket

24 May 2012

ნორვეგია, ბერგენი ბერგენის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით მალე ანსამბლი “რუსთავი” ნორვეგიას ეწვევა, სადაც 25 და 26 მაისს კონცერტებს გამართავს ქ.ბერგენში, კერძოდ, ანსამბლი ძველ საეკლესიო საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს შეასრულებს ჰაკონშალენში/კინგს ჰოლში, ოსეანასა და ბერგენის საკათედრო ტაძარში. P S აფიშები შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეის სატიტულო გვერდზე.

sunday

One ticket

23 May 2012

გერმანია, ბერლინი ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით მალე ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეთა ჯგუფი გერმანიას ეწვევა, სადაც 23-დან 26 მაისამდე მონაწილეობას მიიღებს ბერლინში გამართულ კონცერტებში.

sunday

One ticket

17 May 2012

ავსტრია, – ვენა, ლინცი მალე ანსამბლი “რუსთავი” ავსტრიას ეწვევა, სადაც ჩაატარებს 2 კონცერტს ვენასა და ლინცში. ღონისძიება გაიმართება ვენის მუსიკალური უნივერსიტეტის 250 კაციან, ე.წ. „ჰაიდნის დარბაზში“, რაც გაშუქდება ტელევიზიითა და რადიოთი. მას დაესწრებიან ცნობილი ეთნომუსიკოლოგები, ლოტბარები, ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები. ამასთან, ლინცთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მუსიკისა და გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის ხალხური მუსიკის კვლევითმა ინსტიტუტმა გამოსცა წიგნი სახელწოდებით „ევროპული ხმები“ (ტომი II). ამ 500 გვერდიან წიგნს თან ახლავს აუდიო და ვიდეო დისკები.

sunday

One ticket

12 May 2012

მაროკო, მარაკეში მალე ანსამბლი “რუსთავი” მაროკოს ეწვევა, სადაც მარაკეშის კონგრესის სასახლეში მოცეკვავეთა ანსამბლი სამხატვრო ხელმძღვანელის ბ-ნ ფრიდონ სულაბერიძის ხელმძღვანელობით მაროკოს მაყურებლის წინაშე ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ცეკვა “მთიულურით” წარსდგება. ფესტივალი სახელწოდებით “კაფტან შოუ 2012” ყოველწლიურად იმართება მაროკოს ქალაქ მარაკეშში. ამჯერად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ბალერონი – ჯაის ზინოუნი. “კაფტან შოუ” ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ღონისძიებაა მაროკოში და ორ ქვეყანას შორის კულტურული გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობასაც იძლევა. აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ შოუს ამსახველი დოკუმენტური ფილმი ფრანგულ ენაზე: http://www.youtube.com/watch?v=irbThI_hQWk&feature=share

sunday

One ticket

23 Mar 2012

ნიდერლანდების სამეფო, – ლეიდენი, კეუკენჰოფი (ლისე), ტექსელი ფონდ არტექოს მიწვევით მალე ანსამბლი “რუსთავი” ნიდერლანდების სამეფოს ეწვევა, სადაც 23, 24 და 25 მარტს ქ.ლეიდენში, ქ. კეუკენჰოფში (ლისე) და კუნძულ ტექსელზე გამართავს ქართული კულტურის რიგით მესამე ფესტივალის, – იბერია 2012, “საქართველო: ადგილობრივი დრო”, – გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ფესტივალის ოფიციალური მისამართით: www.festivaliberia.nl

sunday

One ticket

1 Mar 2012

მოლდოვა, კიშინიოვი 1 და 2 მარტს, ანსამბლი “რუსთავი” კონცერტებს გამართავს მოლდოვაში, ქ. კიშინიოვში. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ფესტივალის ოფიციალური მისამართით: http://organhall.md/concerts/307/

sunday

One ticket

20 Feb 2012

ესპანეთი, მადრიდი 20 თებერვალს ანსამბლი “რუსთავი” გამართავს კონცერტს მადრიდში თეატრო კომპაკ გრან ვიას დარბაზში. 20 თებერვალი, ორშაბათი, დასაწყისი: 20:00 სთ.-ზე. მის.: ესპანეთი, მადრიდი, c/გრან ვია 66.

sunday

One ticket

29 Jan 2012

ესტონეთი, ტალინი ანსამბლი “რუსთავი” 29 იანვარს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიემგზავრება. ის მონაწილეობას მიიღებს ცნობილი მევიოლინისა და დირიჟორის, შუა საუკუნეებისა და ბაროკოს პერიოდის მუსიკის ცნობილი მკვლევარის და მცოდნეს ანდრეს მუსთონენის მიერ დაარსებულ ყოველწლიურ ფესტივალში „ბაროკოს მუსიკის ტალინის საერთაშორისო ფესტივალი“. ეს ფესტივალი 23-ედ იმართება და მისი მრავალფეროვანი პროგრამა გულისხმობს დიდ საოპერო დადგმებს, როკ ოპერის და საბავშვო ოპერის დასების მონაწილეობას, ცნობილი ალტისტისა და დირიჟორის იური ბაშმეტისა და მისი ორკესტრის „მოსკოვის სოლისტების“ გამოსვლას, ცნობილი იტალიელი სოპრანოს ჯემა ბერტანოლის სოლო კონცერტს, ესტონურ ჯაზ-ტრიოს მონაწილეობას. ამ ფესტივალს საპატიო სტუმრისა და მონაწილის სტატუსით ეწვევა ანსამბლი “რუსთავი” (სამხ. ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი), რომელიც 31 იანვარს ტალინის იაანის ეკლესიაში სოლო კონცერტით გამოვა, 1 თებერვალს კი ქართულ სასულიერო და ხალხურ ნიმუშებს გააცნობს ქ. ვილჯანდის მუსიკისმოყვარულებს. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ფესტივალის ოფიციალური მისამართით: www.concert.ee

sunday

One ticket

21 Jan 2012

საქართველო, თბილისი 21 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზის ივენთ ჰოლში, ანსამბლი “რუსთავი” გამართავს სოლო კონცერტს. 21 იანვარი, შაბათი, დასაწყისი: 19:00 სთ.-ზე.

sunday

One ticket

9 Dec 2011

საქართველო, თბილისი 9 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართება ანსამბლ “რუსთავის” სოლო კონცერტი. 9 დეკემბერი, პარასკევი, დასაწყისი: 19:00 სთ.-ზე.

sunday

One ticket

2 Dec 2011

საქართველო, რუსთავი 2 დეკემბერს ანსამბლი “რუსთავი” გამართავს სოლო კონცერტს ქ. რუსთავში. 2 დეკემბერი, პარასკევი, დასაწყისი: 19:00 სთ.-ზე.

sunday

One ticket

21 Nov 2011

ეკვადორი, – გუაიაკილი, კუენკა 21 ნოემბერს ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ მიემგზავრება ეკვადორში, სადაც 23 და 26 ნოემბერს კონცერტებს გამართავს ქ. გუაიაკილში და ქ. კუენკაში.

sunday

One ticket

8 Nov 2011

იტალია, – რომი, ფლორენცია, ბარი 8 ნოემბერს ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ მიემგზავრება იტალიაში.

sunday

One ticket

7 Nov 2011

პოლონეთი, ლოძი 7 ნოემბერს ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ მიემგზავრება პოლონეთში, ქ. ლოძში.

sunday

One ticket

3 Nov 2011

შვედეთი, უფსალა 3 ნოემბერს ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ მიემგზავრება შვედეთში, ქ. უფსალაში.

sunday

One ticket

16 Oct 2011

საქართველო, რუსთავი 16 ოქტომბერს, რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით, ანსამბლი “რუსთავი” მართავს სოლო კონცერტს ქ. რუსთავში. 16 ოქტომბერი, შაბათი, დასაწყისი: 19:00 სთ.-ზე.

sunday

One ticket

8 Oct 2011

პოლონეთი, ლუბლინი მალე ანსამბლი “რუსთავი” პოლონეთს ეწვევა. 8 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე, ანსამბლს ქ. ლუბლინის მუსიკალურ თეატრში ცნობილი ფესტივალი, – ‘The Oldest Songs of Europe’ (“ევროპის უძველესი სიმღერები”) უმასპინძლებს, რომელიც უკვე მე-12-ედ იწვევს უძველესი და მდიდარი ვოკალური კულტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო კოლექტივებს. ცნობილი ფესტივალის მიზანი იმ უძველესი მუსიკის ნიმუშების თავმოყრა და აჟღერებაა, რომლებიც ევროპის სხვადასხვა კუთხეში არსებული ტრადიციების მრავალსაუკუნოვან ისტორიას ადასტურებენ. ფესტივალს ტრადიციულად წინ უძღვის ეთნომუსიკოლოგებისა და სამეცნიერო ცენტრების სიღრმისეული კვლევები, დისკუსიები და ლექციები, სამუშაო შეხვედრები, გამოფენები და სხვ. პრესტიჟული ფესტივალის საპატიო სტუმარი – ანსამბლი “რუსთავი” სულ მალე დაასრულებს სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილის გრანდიოზულ პროექტს, რომელიც გულისხმობს მივიწყებული და ახლად აღდგენილი 300 ქართული ხალხური სიმღერის აუდიო-ჩანაწერების შექმნას. ფესტივალის – ‘The Oldest Songs of Europe’ (“ევროპის უძველესი სიმღერები”) – სტუმრებს და ეთნომუსიკოლოგებს ეძლევათ უნიკალური საშუალება ცოცხლად მოისმინონ და შეაფასონ ამ პროექტიდან უძველესი სამუსიკო კულტურა. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ ფესტივალის ოფიციალური მისამართით: http://npe-festiwal.com/about-festival/concept/

sunday

One ticket

24 Sep 2011

საქართველო, ჩარგალი ვაჟაობასთან დაკავშირებით, ანსამბლი “რუსთავი” მართავს სპეციალურ კონცერტს ჩარგალში!!! 24 სექტემბერი, შაბათი, დასაწყისი: 16:00 სთ.-ზე.

sunday

One ticket

10 Jul 2011

ესპანეთი, ბურგოსი ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეები საგასტროლოდ მიემგზავრებიან ესპანეთში, ქ. ბურგოსში.

sunday

One ticket

21 Jun 2011

საქართველო, მცხეთა ანსამბლი “რუსთავი” სხვა ცნობილ ქართულ ანსამბლებთან ერთად მონაწილეობს კონცერტში (მცხეთის თეატრონზე), რომელსაც აწყობს ამერიკული მხარე, კერძოდ, – იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მომღერალთა გუნდი. დასწრება უფასოა! 21 ივნისი, სამშაბათი, დასაწყისი: 18:30 სთ. მცხეთის თეატრონი P S სარეკლამო ფლაერი იხილეთ ფოტოგალერეის სატიტულო გვერდზე.

sunday

One ticket

18 Jun 2011

საქართველო, თბილისი ანსამბლი “რუსთავი” მართავს საქველმოქმედო კონცერტს მოხუცებულთა თავშესაფარში. 18 ივნისი, შაბათი, დასაწყისი: 16:00 სთ.-ზე.

sunday

One ticket

28 May 2011

გერმანია, დრეზდენი ტაივანის თეატრი ქლაუდ გეით დანს.

sunday

One ticket

23 May 2011

ჰოლანდია, ჰააგა ანსამბლი “რუსთავი” საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე. P S აგრეთვე იხილეთ ბმული: http://www.ldt.nl/programma/2031/Nino_Gvetadze_Rustavi_Dance_Ensemble/An_Evening_in_Georgia_spectaculaire_dans_magnifieke

sunday

One ticket

5 May 2011

პოლონეთი, ჩენსტოხოვა პოლონეთი, ქ. ჩენსტოხოვა, ანსამბლი “რუსთავი” სასულიერო მუსიკის “ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ” 21-ე საერთაშორისო ფესტივალზე.

sunday

One ticket

19 Apr 2011

ბელგია, ბრიუსელი ანსამბლი “რუსთავი” კონფერენციაზე სახელწოდებით – “საქართველო – განახლება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მომავალში”.

sunday

One ticket

27 Mar 2011

ირანის ისლამური რესპუბლიკა, თეირანი ანსამბლი “რუსთავი” ნავრუზის საგაზაფხულო ფესტივალზე, ირანის ისლამური რესპუბლიკა, თეირანი.

sunday

One ticket

1 Dec 2010

საბერძნეთში 1 დეკემბერს ფესტივალ “ჩვენებურების” ჩასატარებლად ბ-ნი ანზორ ერქომაიშვილი საბერძნეთში გაემგზავრა.

sunday

One ticket

12 Nov 2010

ტრიუმფი რომში 6 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩვენი სოლო კონცერტი იყო დანიშნული, ხოლო 12 ნოემბერს იტალიაში მივემგზავრებოდით. ამ კონცერტისათვის სპეციალური პროგრამა მოვამზადეთ, სადაც დღემდე უცნობი ხალხური სიმღერები და განახლებული ცეკვები შედიოდა. 6 ნოემბრის კონცერტი გენერალური რეპეტიცია იყო რომის 18 ნოემბრის კონცერტის წინ.

sunday

One ticket

20 Nov 2010

მეორედ ჩინეთში ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში ისევ მივიღეთ მოწვევა ჩინეთის ქ. გუანჯოდან, სადაც 20 ნოემბერს ორი კონცერტით გვიწვევდნენ აზიის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 12-26 ნოემბერს გუანჯოში გაიმართებოდა.

sunday

One ticket

28 Oct 2010

საქართველო ექსპო-2010-ზე 28 ოქტომბერს ექსპო-2010-ის საკონცერტო დარბაზებში ჩვენი ორი კონცერტი იყო დაგეგმილი. პირველი დილის 10 საათზე იწყებოდა, ხოლო მეორე საღამოს 7 საათზე. საღამოს 7 საათზე დარბაზი ხალხით გაივსო, დაახლოებით 3000 კაცი მოვიდა. პრემიერმა ნიკა გილაურმა სტუმრად სხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებიც მოიყვანა.

sunday

One ticket

24 Oct 2010

24 ოქტომბერს “რუსთავმა” კონცერტი გამართა ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში.

sunday

One ticket

24 Sep 2010

“რუსთავი” ბუნგალოებში 24 სექტემბერს მონაწილეობა მივიღეთ ჯანსუღ კახიძის სახელობის ტრადიციულ ფესტივალში “შემოდგომის თბილისი”, 28 სექტემბერს ბათუმში მიგვიწვიეს კონცერტზე, ხოლო 1 ოქტომბერს საერთაშორისო ფესტივალ “ჩვენებურებში” გამოვედით. 4 ოქტომბერს კონსერვატორიაში ტრადიციული მრავალხმიანობის V საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნა, სადაც “რუსთავიც” გამოვიდა, ხოლო 7 ოქტომბერს იმპრესარიო სუპიერის მიწვევით ჰოლანდიაში წელს უკვე მეორედ გავემგზავრეთ საგასტროლოდ. ამჯერად ჩვენი კონცერტები ჰოლანდიის ხუთ ქალაქში გაიმართა, გამოვდიოდით როგორც საკონცერტო დარბაზებში, ასევე ეკლესიებში. ყველა კონცერტი მაღალ დონეზე ჩატარდა.

sunday

One ticket

18 Sep 2010

კულტურის დღეები პრაღაში ჩვენი პირველი კონცერტი 18 სექტემბერს, საქართველოს ახალ საელჩოში გაიმართა. ჩვენი მეორე და მთავარი კონცერტი 19 სექტემბერს დანიშნული იყო წმინდა სიმონ იუდას სახელობის ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში, სადაც დგას უნიკალური ორღანი და სადაც თურმე თავის დროზე მოცარტი და ჰაიდნი გამოდიოდნენ. კონცერტი იშვიათი წარმატებით ჩატარდა, ეკლესია სავსე იყო მაყურებლებით.

sunday

One ticket

19 Jun 2010

“რუსთავსა” და კამერულ ორკესტრს უდიდესი წარმატება ხვდა წილად ჩვენი კამერული ორკესტრის გერმანიაში მოღვაწეობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 19 ივნისს ქ. ინგოლშტადტის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენი კონცერტი გაიმართა. დარბაზში ტევა არ იყო.

sunday

One ticket

26 May 2010

“რუსთავი” ბასის ფესტივალზე 2010 წლის 26 მაისს ინგლისში, ქ. ბასის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, პეტრე-პავლეს სახელობის ტაძარში, “რუსთავის” კონცერტი დიდი წარმატებით ჩატარდა.

sunday

One ticket

23 May 2010

23 მაისს “რუსთავის” მონაწილეობით ბაღდათში ჯანსუღ კახიძის ხსოვნის საღამო ჩატარდა.

sunday

One ticket

5 May 2010

“რუსთავი” ერევანში 2010 წლის 5 მაისს “რუსთავი” ერევანში გაემგზავრა, სადაც საოპერო თეატრში წარმატებული სოლო კონცერტი გამართა.

sunday

One ticket

8 Apr 2010

რომში “ჩაკრულოს” ფონზე ტაშის გრიალში გაიხსნა “რუსთაველის” ძეგლი 2010 წლის 8 აპრილს “რუსთავმა” სახელდახელო კონცერტი გამართა და რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა ვილა ბორგეზეს პარკში შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს გამოჩენილ პიროვნებათა შორის.

sunday

One ticket

30 Jan 2010

ეგვიპტური დღიურები, – “ხეოფსის პირამიდაზე ნათქვამი მრავალჟამიერი” 2010 წლის იანვრის ბოლოს ანსამბლი “რუსთავი” წარმატებით გამოვიდა ეგვიპტეში, სადაც საქართველოს კულტურის დღეები ჩატარდა.

sunday

One ticket

13 Nov 2009

2009 წელს აღინიშნა ანსამბლ “რუსთავის” 40 წლის იუბილე თბილისის საკონცერტო დარბაზში 13 და 14 ნოემბერს “რუსთავმა” საიუბილეო კონცერტები გამართა, სადაც განახლებული პროგრამა წარმოადგინა.

sunday

One ticket

12 Oct 2018

იაპონია, ტოკიო 12 ოქტომბერი-21 ნოემბერი, 2018 არ გამოტოვოთ!… ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ანსამბლ „რუსთავის“ ცხოვრებაში. წელს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით, იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული გამოცდილების ურთიერთგაცვლის ხელშესაწყობად, ანსამბლი „რუსთავი“ იაპონიის 20 ქალაქში (იჩიკავა, ტოკიო, სენდაი, იოკოჰამა, ომია, ოკაიამა, კიტაკიუშუ, ფუკუოკა, ნაგასაკი, მაცუე, კობე, მიუაზაკი, კაგოშიმა, იამაგუჩი, ტაკამაცუ, მაცუიამა, ჰიროშიმა, ნაგოია, კიოტო და ოსაკა) 33 კონცერტს გამართავს. „რუსთავი“ მეგა სენსაციას გპირდებათ! P. S. ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოდის უმნიშვნელოვანესი ანთოლოგია – „400 ქართული ხალხური სიმღერა“.

sunday

One ticket

1 Sep 2018

სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, სეული 1-9 სექტემბერი, 2018 საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან – 9 სექტემბრის ჩათვლით, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ იმყოფებოდა სამხრეთ კორეაში, სადაც ძალიან საინტერესო პროგრამით წარსდგა მაყურებლის წინაშე. კონცერტები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ქ.სეულის გარდა, ასევე გაიმართა უმსხვილეს ქალაქებში: ნაჯუ, სანჩონი, გვანგჯუ, სამჩეონგი. „რუსთავს“ უდიდესი წარმატება ხვდა წილად!

sunday

One ticket

17 Aug 2018

შვეიცარია, სიონი 17-20 აგვისტო, 2018 წლის 17 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ იმყოფებოდა შვეიცარიაში. „54th Sion Festival“ ფარგლებში, ანსამბლ „რუსთავის“ მომღერალთა გუნდის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა 18 აგვისტოს ეგლისე დეს ჯესვითსში, მეორე – 19 აგვისტოს კასედრალე დე სიონში. „რუსთავის“ გასტროლმა ტრადიციულად ჩაიარა, ტრიუმფალურად.

sunday

One ticket

10 Jul 2018

ლატვიის რესპუბლიკა, იურმალა 10 – 12 ივლისი, 2018 წლის 10 ივლისს, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ იმყოფებოდა ლატვიაში. კონცერტი ჩატარდა ძინტარის საკონცერტო დარბაზში. „რუსთავის“ შემდეგ მსმენელის წინაშე წარსდგა ნინო ქათამაძე. კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

sunday

One ticket

23 May 2018

სლოვაკეთის რესპუბლიკა, ბრატისლავა 23 – 26 მაისი, 2018 წლის 24 მაისს, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” იმყოფებოდა სლოვაკეთში, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კონცერტი, რომელიც ქ.ბრატისლავაში ჩატარდა, საზეიმოდ მიეძღვნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავისა და საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს. „რუსთავის“ მიერ სლოვაკურ ენაზე შესრულდა სლოვაკეთის რესპუბლიკის ჰიმნი, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.

sunday

One ticket