ვიდეოები

16 Jun 2024 ადგილმდებარეობა: უკრაინა, ხარკოვი.

3.10.2021

“პოპური” ანსამბლ “რუსთავის” მუსიკოსების შესრულებით

ანსამბლ “რუსთავს” გამორჩეული და პროფესიონალი მუსიკოსები ჰყავს. ხშირად ისინი კადრში არ ჩანან, თუმცა მათ გარეშე ჩვენი ანსამბლის საცეკვაო ნომრები ძნელად წარმოსადგენია…

ახლაც ისინი უკრაინის საგასტროლო ტურნეში მოცეკვავეებთან ერთად იმყოფებიან და ვირტუოზული შესრულებით მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებენ.

16 Jun 2024 ადგილმდებარეობა: შვეიცარია, სიონი.

22.08.2021

ანსამბლმა “რუსთავმა” კონცერტი შვეიცარიის ალპებში მდებარე ქალაქ სიონის მთავარ საკათედრო ტაძარში გამართა

შვეიცარიის ალპებში მდებარე ქალაქ სიონის მთავარ საკათედრო ტაძარში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მომღერლებმა კონცერტი გამართეს.
კოვიდპანდემიის მიუხედავად, ქართული პოლიფონიის მოსასმენად უამრავმა მსმენელმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ შვეიცარიაში მცხოვრები ემიგრანტებიც.
მსმენელის წინაშე მომღერლებმა ტრადიციული პროგრამის გარდა, კომპოზიტორ გია ყანჩელის ნაწარმოები “წუთისოფელი” მსოფლიოში ცნობილ მევიოლინეებთან, პაველ ვერნიკოვთან და სვეტლანა მაკაროვასთან ერთად შეასრულეს.

16 Jun 2024 ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი.

10.08.2021

10 აგვისტოს ანზორ ერქომაიშვილი 81 წლის გახდებოდა…
————————————-
დღეს ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა…
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ღირსეული ქართველის, დიდი მეცნიერის, ერისკაცის და მუსიკოსის სულს…

 

* * *

მთაწმინდაზე ანზორ ერქომაიშვილს დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს
—————————
მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ანზორ ერქომაიშვილის 81 წლის თარიღი ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და მუსიკოსებმა აღნიშნეს.
ანსამბლ “რუსთავის” და ანსამბლ “მართვეს” ძველი თაობის მომღერლებმა ანზორ ერქომაიშვილის საფლავთან სიმღერა “გაზაფხული” შეასრულეს.
მთაწმინდის წმიდა მამა დავითის სახელობის ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც აღავლინეს.
შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, პანდემიის გამო ბატონი ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა საპატიო მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ბატონი ანზორის სულს…

16 Jun 2024 ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი.

11.07.2021

ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნის საღამო

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “რუსთავი” ორგანიზებით, ჰამლეტ გონაშვილის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელსაც ბატონი ჰამლეტის მეუღლე და შვილები დაესწრნენ.

16 Jun 2024 ადგილმდებარეობა: საქართველო, თბილისი.

3.04.2021

მძიმე და ტრაგიკული დღე… მშვიდობით ბატონო ანზორ… თქვენი საქმე და თქვენი გაკვალული გზა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა… შეუფასებელი განძი…

 

საავტორო უფლება © 2021 საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი”

ყველა უფლება დაცულია.