ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 21 სექტემბერი, 2014

 

გუშინ, 20 სექტემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში დაიდგა ანსამბლ “რუსთავის” და მსოფლიოში სახელგანთქმული ტაივანის საბალეტო დასის, “ქლაუდ გეითის” ერთობლივი სპექტაკლი.

საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ეს იყო ანსამბლ “რუსთავის” და “ქლაუდ გეითის” დაუვიწყარი ერთობლივი წარმოდგენა. მართლაც, შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

უმაღლესი კლასის ხელოვნება და ანსამბლ “რუსთავის” კიდევ ერთი დიდი გამარჯვება “ქლაუდ გეითთან” ერთად ამჯერად უკვე საქართველოში, – ასე შეაფასეს ყველაზე კრიტიკულმა და უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებმა, ხელოვნებისმცოდნეებმა “რუსთავის” და “ქლაუდ გეითის” ერთობლივი წარმოდგენა.

მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი და ქ.თბილისის მერი, ბ-ნი დავით ნარმანია.

საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება და კვლავაც მრავალ სიურპრიზს პირდება როგორც ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ასევე ქართველ მსმენელს.