ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 22 ოქტომბერი, 2017

 

19 სექტემბერი, 2017 წ.

 

ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილს

ძვირფასო ანზორ-სენსეი,

 

დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემთვის ქართული ხალხური სიმღერების ანთოლოგიის გამოგზავნისათვის ბ-ნ ტაკეჰიდე ჰარადას მეშვეობით ივანამი ჰოლიდან, ესოდენ დიდ გზაზე თბილისიდან იაპონიამდე. ბოდიშს გიხდით სამადლობელი წერილის დაყოვნებისათვის. მე არ მომეცა მადლიერების გამოხატვის შესაძლებლობა ვინაიდან გარკვეული ხნით არ გახლდით იაპონიაში. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ ანთოლოგიის წარმატებით გამოცემა და გამოვხატო ჩემი უგულითადესი მადლიერება.

ეს ჩინებული და შეუდარებელი ანთოლოგია ბრილიანტივით ბრწყინავს როგორც ანზორ-სენსეის ხანგრძლივი მხატვრული და აკადემიური ნამოღვაწარის შედეგი. თითოეული ფურცლის წაკითხვისას აღვივსე ფიქრებით, ყოველი აუდიო ჩანაწერის მოსმენამ მაგრძნობინა ანზორ-სენსეის უდიდესი სულიერი აღტაცება და ენთუზიაზმი, ზღაპრული ანსამბლის საოცრება. ყოველივემ, ჭეშმარიტად უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. აღნიშნული ანთოლოგია იამაშიროგუმის საგანძურს წარმოადგენს. ჩვენ გულდასმით წავიკითხავთ და მოვუსმენთ მას რათა ავამაღლოთ ჩვენი შესრულების დონე და გავაფართოვოთ ჩვენი მოღვაწეობის სპექტრი.

როგორც წიგნის შესავალში აღვნიშნე, პოლიფონიური სიმღერების შესწავლისა და შესრულების უაღრესად რთული საქმე დავიწყეთ საქართველოში, როდესაც 1969 წელს, იაპონურ რადიოგადაცემაში მომიხდა „დიამბეგოს“ მოსმენა. რამდენიმე წელიწადში, LP ალბომის სახით მოვამზადეთ პოლიფონიური სიმღერების აუდიო ჩანაწერები ჩვენივე შესრულებით. აღნიშნულმა ფაქტმა ხელი შეუწყო მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ანზორ-სენსეისთან და ბევრ კარგ ადამიანთან საქართველოში, რაც დღემდე იხვეწება და ღრმავდება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წინამდებარე ანთოლოგია მრავალი ადამიანის ხელში მოხვდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უთუოდ საფუძველს დაუდებს დიდი, მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ადამიანებს შორის, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გაგვიმართლა ამ კუთხით წარსულში.

ჩვენ ასევე შევიტყვეთ ბ-ნ ჰარადასგან „რუსთავის“ დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით იაპონიაში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს და ანსამბლის წევრების ნახვას აღნიშნულ ღონისძიებაზე. მადლობელი ვიქნებით თუკი საქმის კურსში ჩაგვაყენებთ კონცერტის სამომავლო დეტალებთან დაკავშირებით.

ჩვენ ყველას გულწრფელად გვსურს ანზორ სენსეის ჯანმრთელობა და შემდგომი წარმატებები და „რუსთავის“ კეთილდღეობა.

გულწრფელად თქვენი,

 

სოჯი იამაშირო

გუნდი „იამაშირო”- ს ხელმძღვანელი