ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 4 ოქტომბერი, 2019

 

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 84 წლის ასაკში მსოფლიოში აღიარებული კომპოზიტორი და ანსამბლ “რუსთავის” დიდი მეგობარი გია ყანჩელი გარდაიცვალა…
ფასდაუდებელია გ. ყანჩელის შემოქმედება ქართულ და ზოგადად, მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში… ანსამბლი “რუსთავი” მწუხარებას უცხადებს გია ყანჩელის ოჯახს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
სიმბოლური იყო ის ფაქტი, რომ ანსამბლ “რუსთავის” მომღერლებმა ქალაქ ოდესაში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “ოქროს ვიოლინოები” პუბლიკის წინაშე მისი ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოები – “წუთისოფელი” შეასრულეს…

მსმენელმა  დუმილით პატივი მიაგო სახელოვან კომპოზიტორს…