ჩვენი კონცერტი 19 ივნისს გაიმართა. ინგოლშტადტის დიდ საკონცერტო დარბაზში ტევა არ იყო. პირველ განყოფილებაში შესრულდა ო. თაქთაქიშვილის სუიტა “მეგრული სიმღერები”, სოლო ჩვენმა სოლისტმა დათო გველესიანმა შეასრულა, დირიჟორობდა არიელ ცუკერმანი.

მეორე განყოფილება – 1 სთ. და 10 წუთი “რუსთავის” ცეკვასა და სიმღერას დაეთმო. წარმოუდგენელია იმის აღწერა, რაც დარბაზში ხდებოდა. ხალხი ფეხზე იდგა და გამაყრუებელი ოვაციებით გამოხატავდა ჩვენს მიმართ უდიდეს პატივისცემას. პრესამ მაღალი შეფასება მოგვცა.