გაზ. “დე კოუტურეკრანტ”, 15-06-2010

“…ფესტივალ იბერიის მფარველის, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის, ლეიდენის მერის მოადგილის იან-იაპ დე ხანისა და ფესტივალ იბერიას დირექტორის დალი დე გრაფ-უბილავას შესავალი სიტყვის შემდეგ ანსამბლი “რუსთავი” შაბათ საღამოს სცენაზე გამოვიდა, როგორც ლეიდენში ქართული კულტურის კვირეულის დამაჯერებელი საწყისი და მაჩვენებელი.

“საქართველო ყოველთვის ჩემს ფიქრებშია” – მოახდინა მერის მოადგილემ კლასიკის ციტირება, – “რუსთავის ასეთი ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ დამსწრეებს გაუჭირდებათ საქართველოს დავიწყება. შეიძლება ითქვას, რომ დარბაზი მოიცვა ძლიერმა და ამავე დროს გულში ჩამწვდომმა მრავახმიანმა ხალხურმა სიმღერებმა.

ცეკვებში ვაჟთა უაღრესად რთულ, ტექნიკურად აკრობატულ მოხერხებულობასა და სიმსუბუქეს ემატება მოცეკვავე ქალბატონების გრაციოზული და ნაზი მოძრაობები.

ყველაფერი ეს ისეთი არაჩვეულებრივი ნაზავი იყო, რომელმაც გასაოცარ ეროვნულ ტანსაცმელთან ერთად პუბლიკას გარდა ფეხზე დგომით აპლოდისმენტებისა, არავითარი არჩევანი არ დაუტოვა.”