18 ნოემბერს, საღამოს, რომის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დარბაზის, – აუდიტორიუმის სცენაზე, “რუსთავის” კონცერტი გაიმართა. როგორც გვითხრეს, ყველა ბილეთი წინდაწინ იყო გაყიდული. დარბაზი გადაჭედილი იყო. მოვიდნენ 40-მდე საელჩოს წარმომადგენლები, თეატრისა და კინოს მაღალი რანგის მსახიობები, რომის მაღალი საზოგადოება, კონცერტს დაესწრნენ აგრეთვე ქ-ნი ქეთევან ბაგრატიონი, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე საბა, საქართველოს კულტურის მინისტრი ბ-ნი ნიკა რურუა და, რასაკვირველია, ჩვენი საელჩოს სრული შემადგენლობა.

კონცერტი წარმოუდგენელი წარმატებით ჩატარდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ტაში დიდხანს არ წყდებოდა. როგორც გვითხრეს, ასეთი წარმატება ამ დარბაზს დიდი ხანია არ ახსოვსო. ეს იყო ნამდვილი ტრიუმფი.