მადლობის სიგელი

დოქტორი, პროფესორი ბადრი თოიძე

ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 16 აპრილი, 2012

 

სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “რუსთავის” მაღალი რანგის და უმაღლესი კვალიფიკაციის ხელმძღვანელები, ბატონები, ანზორ ერქომაიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, ბადრი თოიძე ხშირად, იმპრესარიოების თხოვნით, ქართული ხალხური სამუსიკო შემოქმედებით  დაინტერესებულ უცხოელებს შეასწავლიან  ხალხურ სიმღერას, საეკლესიო საგალობლებს და ქართულ ხალხურ ცეკვას.

სწორედ ამ საგულისხმო და  პროფესიონალური საქმიანობის დასტურია არა ერთი მადლობა გამოგზავნილი ანსამბლის სახელზე. ერთ-ერთი სულ ახლახან, ჰოლანდიაში, ბ-ნი ბადრი თოიძის მიერ ჩატარებული წარმატებული “ვორკ შოპის” შემდეგ მივიღეთ ქალაქ ლეიდენიდან.

26 მარტი, 2012, ნიდერლანდები, ლეიდენი

მადლობის სიგელი

ფონდი არტექო ღიად გამოხატავს თავის მადლიერებას ბ-ნი ბადრი თოიძის მიმართ მისი ფასეული წვლილისთვის ფესტივალ იბერია 2012 “საქართველო: ადგილობრივი დრო” მხარდაჭერის საკითხში.

ფონდი არტექო აქვე ადასტურებს, რომ ბ-ნი ბადრი თოიძე მონაწილეობას იღებდა ფესტივალში იბერია 2012 “საქართველო: ადგილობრივი დრო”, 2012 წლის 23-25 მარტს ნიდერლანდებში, კერძოდ, ლეიდენში, ლისესა და ტექსელზე. მან მონაწილეობა მიიღო ფესტივალის რამდენიმე ღონისძიებაში როგორც საქართველოს ხალხური მუსიკისა და ცეკვის ანსამბლ “რუსთავის” ლოტბარმა.

უფრო მეტიც, ფესტივალის ფარგლებში ბ-ნი ბადრი თოიძე ბრწყინვალედ და გამორჩეული პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობდა ქართული პოლიფონიური სიმღერისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრას. აღნიშნულმა სამუშაო შეხვედრამ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური სტატუსის მქონე საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ბ-ნი ბადრი თოიძე შეხვედრის თითოეული მონაწილის მიმართ გამოირჩეოდა ინდივიდუალური მიდგომით, მან შეძლო სრულად წარმოეჩინა აღნიშნული შეხვედრის ყველა მონაწილის ნიჭი და შესაძლებლობები. ბ-ნი ბადრი თოიძის ოსტატურმა და უაღრესად საინტერესო ხელმძღვანელობამ, ისევე, როგორც უმაღლესი კლასის პროფესიონალიზმმა, განაპირობა ქართული პოლიფონიური სიმღერისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრის წარმატება და უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მთელი ფესტივალის პროგრამისათვის.

ფონდ არტექოს პატივი აქვს დაადასტუროს ბ-ნი ბადრი თოიძის ჭეშმარიტად უმაღლესი საშემსრულებლო დონე.

 

მადლიერების გრძნობით,

ფონდი არტექო,

დირექტორი: დალი დე გრაფ-უბილავა

 

 

Stichting ArtEcho, Mozartstraat 53, 2324XR Leiden, Nederland

www.artecho.nl , www. festivaliberia.nl, +31(0) – 644840340, iberiafestival@gmail.com