ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 1 აპრილი, 2021

ვერნიკოვისგან

მე და სვეტლანამ ამწუთას შევიტყვეთ თავზარდამცემი ამბავი ანზორის გარდაცვალების შესახებ.

საშინლად შეძრული ვართ ამ ამბით. ჩვენ ის ძალიან გვიყვარდა… იგი არა მხოლოდ საოცარი მუსიკოსი, არამედ ასევე კეთილი გულის მქონე უიშვიათესი პიროვნება გახლდათ.

გთხოვთ ჩვენი სახელით ყველას მოეხვიოთ და გადასცეთ ჩვენი გულითადი სამძიმარი.

როგორც გავიგეთ, მისი მეუღლეც საავადმყოფოში იმყოფება. იმედი გვაქვს, რომ იგი მალე გამოკეთდება. როცა შესაძლებელი იქნება, გვსურს, რომ დავურეკოთ (ბ-ნი ანზორის მეუღლეს). იქნებ მოგვაწოდოთ მისი ტელეფონის ნომერი.

ღრმა მწუხარებით,

პაველი (პავლე) და სვეტლანა