ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 19 მაისი, 2011

 

23 მაისი – ქართული კონცერტი დოქტორ ანტონ ფილიპსზაალ/ლუსენტ დანსსიეთაში, – ნიდერლანდების სამეფო, ჰააგა

 

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერით, 2011 წლის 23-26 მაისს მართავს საქართველოს კულტურის დღეებს.

საქართველოს დღეების ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ქართული კონცერტი. აღნიშნულ ღონისძიებას ჰააგაში უმასპინძლებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზი “ლუსენტ დანსსიეთა” (www.ldt.nl). ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ხალხური მუსიკისა და ცეკვის ანსამბლი “რუსთავი”  (www.ensemblerustavi.com/geo/) წარმოადგენს თავის დახვეწილ ქორეოგრაფიას შესანიშნავი კოსტუმებითა და ბრწყინვალე შესრულებით. ქართული ცეკვის გარდა, აუდიტორიას ასევე შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს ამჟამად ნიდერლანდებში მცხოვრები, სახელოვანი ქართველი პიანისტის ნინო გვეტაძის (www.ninogvetadze.com) შესრულებით წარმოდგენილ მუსიკას.

 

20:00 – 20:30 – ნინო გვეტაძის კონცერტი.

20:30 – 20:45 – შესვენება.

20:45 – 22:00 – ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავის” კონცერტი.