ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 28 სექტემბერი, 2012

 

“უპირველეს ყოვლისა, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი გულითადი დამოკიდებულება იმ ღირსშესანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ვარშავაში თქვენს მიერ გამართულ კონცერტს უკავშირდება.

ჩვენ პირველად მოგვეცა შესაძლებლობა აღტაცებაში მოვსულიყავით  ანსამბლ “რუსთავის” ლაივშოუთი. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა კონცერტმა ჩვენზე უაღრესად დადებითი, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ასეთი აპლოდისმენტების შემდეგ, რაც თქვენს წარმოდგენას მოჰყვა, ალბათ ხვდებით, რომ თქვენს მიმართ ჩვენს  გულთბილ დამოკიდებულებაში მარტონი არ ვყოფილვართ. მართლაც არაჩვეულებრივი საღამო იყო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

 

გულწრფელად თქვენი,

 

დამფუძნებელი ჯგუფი ჯორჯე ფავეო”