ანსამბლრუსთავისადმინისტრაციის პრესრელიზი, 18 ნოემბერი, 2014

 

წარმოგიდგენთ ღირსსახსოვარი ფრაგმენტების თარგმანს ცნობილი გერმანელი იმპრესარიოს, ბ-ნი დიტერ ჯენიცკის სამადლობელი წერილიდან ანსამბლ “რუსთავის” მიმართ – ანსამბლ “რუსთავის” ადმინისტრაცია.

ძვირფასო ანზორ, ძვირფასო ჰვაი-მინ, ძვირფასო მომღერლებო და მოცეკვავეებო, მუშაკებო ტექნიკის დარგში, ადმინისტრატორებო, “ქლაუდ გეითი”-სა და “რუსთავის” ადმინისტრაციის წევრებო,

მსურს ყველას მადლობა გითხრათ კიდევ ერთი დაუვიწყარი გამოცდილებისთვის – დრეზდენისა და ტაივანის შემდეგ, ამჯერად უკვე საქართველოში.

კიდევ ერთხელ (ფაქტიურად კიდევ ორჯერ) თქვენ ერთად შექმენით და დადგით წარმოუდგენლად ლამაზი და ძლიერი სპექტაკლი “მოხეტიალეთა სიმღერები”. მე ვფიქრობ, დღეისათვის სულ მცირე უკვე 12-ჯერ მაქვს ნანახი და მოსმენილი “მოხეტიალეთა სიმღერები”. ყოველ ჯერზე მე აღმოვაჩენ რაღაც ახალს, ყოველ ჯერზე ვექცევი ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ, ყოველ ჯერზე მსურს ვიტირო ხმებისა და გამოსახულებების სილამაზის გამო. ყველას მადლობა ამ საჩუქრისათვის!

ეს იყო მეგობრობის, სტუმართმოყვარეობის, ხელოვნებისა და ტრადიციების პატივისცემის და ერთგულების 4-დღიანი ზეიმის საუკეთესო გამოვლინება. უღრმესი მადლობა ყოველივე ამისთვის.

უაღრესად პატივდებული და მდიდარი ვიყავი იმით, რომ უპირატესი შესაძლებლობა მომეცა გავმხდარიყავი მოწმე და მონაწილეობაც კი მიმეღო ერთმანეთის მიმართ ღრმა სიმპათიასა და ლამაზ მეგობრობაში, რომელიც განვითარდა ორ ანსამბლს შორის. რასაკვირველია გამომიცდია მეგობრობა სხვადასხვა პიროვნებებთან, მაგრამ არასოდეს გავმხდარვარ რაიმე მსგავსის მოწმე ორ ანსამბლს შორის. “რუსთავი” და “ქლაუდ გეითი” მთელ თავიანთ შემოქმედებას უძღვნიან და ერთგულებენ ხელოვნების განსხვავებულ ფორმებს, მომდინარეობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა კულტურებიდან, “რუსთავი” უფრო მეტად ტრადიციების ერთგული რჩება, ხოლო “ქლაუდ გეითი” უფრო თანამედროვე ხელოვნების ერთგული, რომელიც სიღრმისეულად არის დაკავშირებული ტრადიციებთან. ყველა ეს განსხვავება არ წარმოადგენს რაიმე დაბრკოლებას, პირიქით, მეორე მხარის მიმართ პატივისცემა, ინტერესი, ხელოვნებისადმი განსაკუთრებული ერთგულება და თავდადება, ორივეს, – ტრადიციებისა და თანამედროვეობის პატივისცემა, კაცობრიობის და მშვიდობის იდეისადმი ერთგულება აერთიანებს ორივე ანსამბლს საერთო სულით. უაღრესად გულისამაჩუყებელი და სულისშემძვრელია, როდესაც ასეთი მეგობრობის მოწმე ხდები. ძალიან მადლიერი ვარ იმით, რომ მომეცა უპირატესი შესაძლებლობა გავმხდარიყავი მოწმე და უშუალოდ მიმეღო მონაწილეობა ყოველივე ამაში.

იმედი მაქვს, რომ “რუსთავს” და “ქლაუდ გეითს” შეხვედრისა და ერთობლივი წარმოდგენის გამართვის კიდევ მრავალი შესაძლებლობა ექნებათ, რათა კიდევ უფრო მეტად განავითარონ და განავრცონ ეს ლამაზი მეგობრობა.

გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, უამრავი საჩუქრისთვის, როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური, ერთად გატარებული დღეებისთვის. თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ. მიყვარხართ ყველანი.

საუკეთესო სურვილებით,

დიტერ ჯენიცკი