ქ. აკვილში, სადაც 2009 წელს დიდი მიწისძვრა მოხდა და რის შედეგადაც 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, “რუსთავმა” საქველმოქმედო კონცერტი გამართა.

კონცერტზე მოვიდნენ ქალაქის ხელმძღვანელები, მიწისძვრით დაზარალებულები და ბავშვები. ჩვენთან ერთად იყვნენ აგრეთვე ბ-ნი ნიკა რურუა და ბ-ნი კოტე გაბაშვილი. კონცერტი დღის 2 საათზე დაიწყო და წარმატებით ჩატარდა.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კულტურის დღეები იტალიაში ბრწყინვალედ ჩატარდა.