გაზ. “ჰაარეც”, ისრაელი, 27. 01. 2011

 

ჰაგაი ხიტრონი

ჩვენ ვსაუბრობთ კონცერტზე, რომელიც ფაქტობრივად ორი სხვადასხვა სამყაროა.

ერთი კონცერტი ბახის ეპიფანიიდან, მეორე – შთამბეჭდავი ქართული ვოკალური მემკვიდრეობა “რუსთავის” 10 კაციანი ანსამბლის შესრულებით.

იყო ასევე ლიტურგიული ნაწილი, რომელიც სოსო ბარდანაშვილს ეკუთვნის და რომელიც ქართულ და სომხურ ტექსტებს აერთიანებს.

რა აქვს საერთო ამ ორ სხვადასხვა კონცერტს? – პოლიფონია.

როგორც ბარდანაშვილმა ამიხსნა, ქართველების ტრადიციული მუსიკა ყოველთვის პოლიფონიური იყო.

პროგრამის ქართული ნაწილი მდიდარი იყო.

ეპიფანია – პოპულარული ტრადიციული ხელოვნების დასავლური შესრულება – მუსიკისა და ცეკვის სინთეზის სულხან ცინცაძისეული მინიატურების თანხლებით – მომაჯადოებელი და ელეგანტურია.

“რუსთავის” მომღერლები გამოირჩეოდნენ ძლიერი და ამაღელვებელი ხმებით.

კონცერტის დასასრულს შესრულებულმა შთამბეჭდავმა “სულიკომ” დარბაზში შეკრებილი ხალხიც აიყოლია.