15 ნოემბერს საღამოს 9 საათზე რომის ერთ-ერთ პრესტიჟულ დარბაზში, აუდიტორიუმში, გია ყანჩელის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა, რომელიც “რუსთავმა” გახსნა და შეასრულა სამი ქართული ხალხური სიმღერა: “ნადური”, “დიდავოი ნანა” და “ჩაკრულო”, ხოლო მეორე განყოფილებაში შევასრულეთ “ლითლ იმბერი”.

მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა.